ოცდამეცამეტე

66 7 0
                                    

დათო 🔥

ერეკლეს სახლი არამარტო კაზინოა, არამედ საჭორაო ბიუროც.

- ჰოდა, მოკლედ ასე იყო, რა.

ნინამ სიხარულიგან წამოიწკნავლა და ტაში შემოკრა.

- და გეხვეწები, ამდენი ხანი ჩვენი ტანჯვა მაგას რაში სჭირდებოდა? - ვიკითხე და ერეკლეს გავხედე, ეღიმებოდა.

- წკაპ - ნიამ თითები გაატკაცუნა, - და შეყვარებულები არ ხდებიან ხოლმე, დათო. ეგ შენ უნდა გესმოდეს ყველაზე კარგად, სხვათაშორის! - წარბები აწია და ეშმაკურად გამიღიმა.

- ეგ დამავიწყდა, რომ შენ ახურებ ხოლმე მაგრად!

- და სიმართლეს არ ვამბობ თუ? მე დავსდევდი ჩემ შეყვარებულს რუსთაველიდან ხილიანზე? მე წავუღე ტვინი და მერე მე მხია სახეში მუშტი?

- ბოდიში ეგრევე მოვუხადე! - წამოენთო ელენე წამით და რომ გავხედე და მისი ელვარე თვალები ჩემსას შეეჩეხა, დაიმორცხვა და რბილი მზერა მესროლა.

- სახეში მუშტი დამსახურებული იყო, ჩემ გოგოს შეეშვით, - ვუთხარი და ბარძაყზე ხელი დავადე, - უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ არ გაგერტყა. ნერვებს ძალიან გიშლიდი.

ისეც არ იყო, რომ ვაწვალებდი, ცუდი გაგებით ვგულისხმობ. თორემ, სხვა გაგებით, ძალიან ვაწვალებდი. მართლა დავსდევდი უკან. ღამე გამითენებია სადარბაზოსთან მანქანაში, დილით რომ მენახა. ვაცილებდი, როცა მეუბნებოდა არ მჭირდება, შენ საქმეს მიხედეო. ასეთი კიდევ მილიონი ამბავი და ერთხელაც ყელში ამოუვიდა როცა უკან მივყვებოდი სკოლიდან სახლში და მომიტრიალდა, შემეშვიო. გავუღიმე და ნეგატიური პასუხი მივაგებე. აი მაშინ კი, აწ უკვე ჩემი შვილის დედამ კი სახეში ლაზათიანი მუშტით დამიბრუნა პასუხი. თავი უკან ინერციით რომ გადამივარდა და ელენეც მიხვდა რა ქნა, მაშინვე ბოდიშიო იკივლა, მკლავზე ხელი ჩამჭიდა და სახლში ამათრია, დასისხლიანებულს ვერ გაგიშვებო.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now