ერეკლე 🥃
ჰოდა, მოვიდა ლადოს დაბადების დღე. ოჯახაშენებული თოთხმეტი აპრილი. სახლში ავედით... ნუ ავუვარდით მგონი, რატომღაც ბიჭმა პირი დააღო რამდენი ჩვენი სასტავის ხალხი შემოვიდა მისაღებში. რომ ვკითხე, რა იყომეთქი, არ გელოდითო.
შენ ბიძია, ბოდიში და, შიგ ხომ არ გაქ?
ორ ჯგუფად ამოვედით: მე და ნია (მარტო აპირებდა ამოსვლას და მეთქი, შენ გიჟი ხომ არ ხარ და დავაძალე ჩემთან ერთად წამოსულიყო) და დათო ნინასთან და იოანესთან ერთად ამოვიდა.
საკაიფოდ გავერთეთ. მიუხედავად იმისა, ცოტა გულზე რომ გამკრა ლადოს კომენტარმა ჩვენ ამოსვლაზე. რას ქვია არ გველოდა? სასტავი სასტავია და შანსი არაა, და მეტი საქმე მე პირადად არ მაქ, რომ ვინმე გვერდით დავტოვოთ.
გულზე კი არ გამკრა, ნერვები მომიშალა და ლამის იუბილარიმა საკუთარი თავი მაცემინა. მძულს, სულითაც და გულითაც, ასეთი კომენტარები.
ჩვენს გარდა საკმაოდ იყო სანათესაოს ხალხი. წელიწადში ერთხელ ვხედავთ ლადოს ნათესავებს და ძალიან კარგადაც ვხალისობთ, თითქოს სულ ერთად ვართ.
სასაცილო ფაქტი: ჭელიძე ყველაზე პატარაა ბიძაშვილებში, თუმცა უფროსი დეიდაშვილებში და მამიდაშვილებში.
მამამისს უყვარს გიტარა და გიტარასთან ერთად სიმღერაც. ყოველ ასვლაზე გვეკითხება სიმღერის სახელს და თუ არ იცის, ეძებს და არჩევს ან სმენით უკრავს/აწყობს.
ახლაც ასე იყო. რეები ვიმღერეთ, გარტყმაში კი არა მიზანში არ ვარ, თუმცა რომ გაასწორა, ეგ კი ვიცი.
საჩუქრების დიდი მოყვარული არაა ლადო, არც არასდროს იყო, არ არის და მეეჭვება, უცებ მომავალში, რამე დაეცეს და შეუყვარდეს. მაგრამ არაფერია გამორიცხული და შეუძლებელი.
დათოს, რომელიც თითქოს საგანძური ყოფილიყოს ლადოს ხელში ისე უყურებდა, იდაყვზე ვუბიძგე, როცა იუბილარმა ნიას მიცემული საჩუქარი გახსნა. მაშინვე დაქალს გახედა, გაუღიმა და ჩაეხუტა. მადლობაო და სადა, ვერცხლისფერი ბეჭედი მარცხენა საჩვენებელ თითზე მოათავსა.
YOU ARE READING
მთაწმინდას
Romance- მისმინე, რაღაცა უნდა გითხრა. - და რა უნდა მითხრა? გაჩუმდა და ეშმაკის ბორბალს ახედა. - გისმენ? რა უნდა მითხრა? - მიყვარხარ. პირი დავაღე. არ ველოდი. _______ 16/10/22-