თავი ოცდამეთორმეტე

108 15 0
                                    

ოდნავ რთული თავია წასაკითხად :|
____________________________

ერეკლე 🥃

რვა წლის წინ, დღეს, ძმა გარდამეცვალა. ლაშა ერქვა.

ნინამ როგორც კი ახსენა, -არც ვიცი, რა დავარქვა, შეყვარებული თუ მისი სასიყვარულო ინტერესი - იმ ბიჭის სახელი, ლაშა ქვიაო, გულში გამკრა. ძმა გამახსენდა.

ჩემზე სამი წლით დიდი იყო. მე მაშინ თექვსმეტის ვიყავი. საკუთარ ძმაზე რომ მეკეტებოდა, ისეთი გაგიჟება არავიზე მემართებოდა. ჩემი "აიდოლი" იყო პატარაობიდანვე. თან, რატომღაც, უფროსთა გარკვეული პროცენტისთვის "მოსული" ამბავია დედმამიშვილების შედარება. შესაბამისად, სულ ლაშას იშველიებდნენ როგორც ყველაზე შესანიშნავ მაგალითს "კაცობრიობის ისტორიაში". თუ როგორი უნდა ვყოფილიყავი მშობელთან, ძმაკაცთან, საყვარელ ადამიანთან, შეყვარებულთან, უცხოსთან, კოლეგასთან თუ მასწავლებელთან. ლაშა ამის შესანიშნავი მაგალითი იყო.

ნათესავები ხშირად აქებდნენ. პირველი შვილიშვილი იყო ორივე ბებია-ბაბუისთვის და არარეალური გაფრენა ქონდათ - არა! ერთად როდესაც ვიყავით, ორივეს თანაბარი ყურადღება გვეთმობოდა, თუმცა ყველას მაინც ქონდა "ლაშამ ასე ქნა, შენც ცადეო!"

ნუ, იქამდე, სანამ ნარკოტიკებზე გავიგებდით. მერე, ყველაფერი აირია.

ძმაკაცი ყავდა, ანდრია. მაგან შესვა. ფულს იპარავდა იმ საწამლავისთვის. ბესომ რომ გაიგო, ჩემს თვალწინ სილა გააწნა, თეკლეს უკვე ეძინა. დედას პირველად მაშინ აუწია წნევამ. სასწრაფო იდგა ღამის თორმეტზე ჩვენთან. სამეზობლოში სიტყვა გავარდა, ბესო ცოლს ურტავსო. ამ ამბავზე სირბილის თავი ლაშას არ ქონდა, მე გადმომებარა. ყველას, ვინც კი მოჭორავე ოჯახის ნათესავი იყო, სათითაოდ ჩამოვუარე უბანში ორ "ძმაკაცთან" ერთად და განვანათლე, მამა დედას არ ურტყავს, დედას გულის პრობლემები აქვსმეთქი.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now