პატარაა, მაგრამ ორი დიდი მოდის. ___________________________________________
ერეკლე 🥃
- საღამოს გამოდი, რა...
მითხრა ელენემ და საჩვენეველი და ცერა თითებით ყელი გამოწია. უკან ნია გამოჩნდა და ტუჩი გადმოაგდო, ხოლო სულ უკნიდან ნინას ხმამ დასჭექა "გთხოვ!"
ნიას მარცხენა ხელი გადახვია ლადომ და მარჯვნიდან ამოუდგა.
- მე მაგარს ვინანებდი, ძმა, რომ არ გამოვსულიყავი. კაი, რა? ორსული გეხვეწება, ეს ბუთუჩაც და ის ბალღიც იქიდან რომ გამოგყვირა და მოდი, რა!
- წამო, წამო და ნინა მოგცემს დამწვრობაზე წასასმელს, ა-აქვს! -მითხრა და დათო ელენეს მოუჯდა გვერდიდან.
კიდევ ერთხელ გაისმა ნინას ჭექვა, სიტყვები ვერ გავარჩიე. ლადომ გასძახა მოდი აქ და ისე უთხარიო და როცა ნინა გამოჩნდა და იოანე მის უკან მოდიოდა, ნიამ მითხრა მოგეხაზაო.
- შენ, კაპანაძე, შენი ᲓᲐᲮᲠᲣᲙᲣᲚᲘ ზურგის გამო არ მოეთრევი ა-აქ? რომ მოხვალ უარესად დაგწვავ მე... წამობრძანდი დღეს "ციცინათელაში", თორე... ვინა გყავს ჩვენზე ძვირფასი მეტი?
- ნუ გაუშვი დედაშენისებურები, გთხოვ!
- ბარათაშვილი, დაეტიე სადაც ხარ, რა! - უთხრა ნინამ და ელენესთან ჩამუხლულ იოანეს თავში წამოარტყა.
- დევდარიანი, შენ დამიწყნარდი და რატომ გადაწყვიტეთ რომ უნდა გეხვეწნათ?
- არ უნდა გვეხვეწნა? - თქვა ლადომ და ელენეს ჩამოხედა. გოგომ თავი გვერდზე გადახარა შეჭმუხნული წარბებით და რომ მიხვდა, შემთხვევით გააზვიადა, ლოყები აუწითლდა.
- არა, მეც მომენატრეთ!
- ჰოდა მითუმეტეს! აყენდი, დაყენდი და ჩვენთან გადმოყენდი, თორემ საკუთარი შვილის ვინაობას ვერ ვიგებ, სანამ შენ არ იქნებ-...- ის იყო სიტყვა დაამთავრა, რომ ელენეს იდაყვი დათოს ნეკნებს შეასკდა, რამაც ბიჭი მოხარა და გოგოს ჩამოუდი თავი კალთაში!
YOU ARE READING
მთაწმინდას
Romantiek- მისმინე, რაღაცა უნდა გითხრა. - და რა უნდა მითხრა? გაჩუმდა და ეშმაკის ბორბალს ახედა. - გისმენ? რა უნდა მითხრა? - მიყვარხარ. პირი დავაღე. არ ველოდი. _______ 16/10/22-