თავი ოცდამეცხრე

164 11 6
                                    

არ არის შესწორებული.
______________________________________________

ნინა ☘️

- გოგოა? - დათომ, თუ არ მომეჩვენა, თვალში სითხეჩამდგარმა, დასარწმუნებლად შეუტრიალა კითხვა პატარა ბავშვივით ატირებულ და მომღიმარ ელენეს და როგორც კი გოგომ თავი დაუქნია, ძლიერად გადაეხვია.

ამასობაში ჩვენ გავწიოდით და გავკიოდით. ნიას მშობლები ლამის გავაგიჟეთ, მაგრამ აქეთ ისე გაუხარდათ, რომ გაიგეს მიზეზი, მეცხე ცაზე ვიყავით სულ ყველანი; Თორნიკემ Შამპანიურის გახსნაც ᲨემოგვᲗავაზა. წყვილი ერთმანეთის მკლავებში იყო ჩაკარგული, იოანე ოთახიდან ოთახში დარბოდა, ნია ხტუნავდა და ყველას ცალკ-ცალკე გვეხუტებოდა, ლადო და ერეკლე კი ხმამაღალზე უსტვენდნენ და სამომავლო გეგმების დაწყობაზე გადავიდნენ; თითოეული ჩვენგანის როლებს ანაწილებდნენ.

- აუ, აუ, აუუ! ხალხნო! მამა ვხდები, ჩემი კაი! - დიდი ხნის შემდეგ, ამოსუნთქვას ამოაყოლა ბაგრატიონმა და ყველას ჩაგვეღიმა.

- შენ ნახავ და ისე თავის ჭკუაზე აგაცეკვებს-

- კვერს დავუკრავ სიამოვნებით, ლენე, ჰო არ ღადაობ? ჩემი შვილია და თუ მოუნდება შალახოსაც ვუცეკვებ! მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს დავუთმობ; ცეკვა კარგად კი არ გამომდის?!

- ელე, დეკლარაცია შეგიდგინა და დაგიმოწმა, რომ მამა-შვილი ერთი ჭკუისა გეყოლება და-

- და ერთის მაგივრად ორი გეყოლება მოსავლელი!

- ერთის მაგივრად ორი მეყოლება მოსავლელი და გადავკიდებ მესამედან დავითს ფეხებით, ზედ მივაბავ თავის ნივთებს!

- არ მიაქციოთ ყურადღება, მეგობრებო. ჰორმონები ალაპარაკებს.

- არ მალაპარაკებს ჰორმონები, სიმართლე მალაპარაკებს.

ერთმანეთს მიაშტერდნენ და მერე დათომ ღიმილით თავი გააქნია და შეყვარებული მისკენ მიქაჩა თავზე საკოცნელად.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now