თავი მეთვრამეტე

131 11 1
                                    

larrieslovebyler აჰა, შენ გეძღვნება. 🦋✨
____________________________________________

იოანე 🍼

   ამ თემის დიდი არაფერი გამეგება, მაგრამ როგორც მესმის, ისე მაინც მოვყვები. ჩემი ფილოლოგიის კურსის გამო, სამედიცინო რაცხაების არაფერი ვიცი.

   ერეკლეს დედა კარგადაა. წნევასთან აქვს პრობლემები და ამ ჯერზეც ამის ბრალი იყო. მედიკამენტები იყო საჭირო და იდეაᲨი, დაცულები ვიყავით უფრო ფატალური შედეგებისგან.

   გაგვიმართლა, რადგან ნიას მამის, თორნიკე ქავთარაძის მეგობარი მუშაობდა იმ საავადმყოფოში, სადაც ლიკა დეიდა დააწვინეს.

   დასაფიქრებელი იყო თუ რა იქნებოდა ერეკლეს რეაქცია, როცა ამას გაიგებდა, რადგან ვაჟბატონს არ ევასება ასეთი რაღაცეები. აი, ნაცნობობით საქმეების მოგვარება.

   დათოს შევტენეთ ეგ ამბავი, ყველაზე კარგად შენ გამოგივა მაგისი თქმაო ვუთხარით და თავით გადავუშვით მგლის ხახაში. არ ვხუმრობ.

   დათოს ერეკლე ვერ გაგლეჯდა, ბაგრატიონია და მაგიტო (ახლა ვხუმრობ). როგორც თვით ინფორმაციის გადამცემი ამას ყვება, ერეკლემ უბრალოდ ამოხედა და შემდეგი სიტყვები კბილებში გამოსცრა: "წადი შენი, რაც გინდა ის გიქნიათ, ოღონდ დედაჩემი ცოცხალი დამანახეთო!" (ეს წარმოიდგინეთ, როგორც დათო ყვება და ჩემი და ნიას კურსს აშაყირებს პახოდუ. აი ბავშვებო, მაგალითი ბარბარიზმისა; დიპლომი, რომელიც ჯერ არ ამიღია, უკვე თავზე უნდა დავიხიო.)

   ლადო, ნინა და ერეკლე იქ იყვნენ იმ ღამეს, დანარჩენები მერე მივედით, მეორე დღეს, მაგრამ ერეკლემ "ჩვენს ყოფნაში აზრი ვერ დაინახა" და გამოგვიშვა ყველა ერთად.

   ...თუმცა, თუმცა, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ადამიანი დედამისიანად დაგვეკიდებინა. ჰოდა, მთელი დღის განმავლობაში იმ ჩატში ვწერდით, რომლის გაკეთებაც ნინას მოუწია, რათა "ნადოს" ჩატის არსებობა გაემართლებინა და ზედმეტი ეჭვი არ გასჩენოდა ნიას. საწყალი ერეკლეს ტელეფონი (ერეკლე კი არა, ტელეფონი, მაგრამ ეგეც).

მთაწმინდასWhere stories live. Discover now