ნინა ☘️
წვიმდა. ნია ალბათ იხეოდა სიხარულისგან! იცით როგორ უყვარს?
შაბათი იყო, სანატრელი დღე. იდეაში, საბა ჩამოდიოდა.
რვიდან დამაწიოკეს; ერეკლემ დარეკა შენი ბიჭი ჩამოდის და ჩემთან მოასკდით ყველანიო. თუ ვაჭარბებდე, ზუსტად ასე თქვა.
მერე იოანემ დარეკა, ინფორმაცია გადაამოწმა, თან დაამატა, შენთან ამოვალო. რავიცი, რუსთაველიდან დილის რვაზე ჯიქიაზე რატომ უნდა ახვიდე, არვიცი, მაგრამ არ დავუშალე.
მალევე მოვიდა, ჩაი დალია და რომ შევიდა ჩემ ოთახში, პუფში ჩაესვენა და კეპკა დაიფარა, შემდეგი ორი საათი აღარ ამდგარა; ჩაეძინა. აი რისთვის ამოვიდა. პლედი მივაფარე, ამის გაციებაღა მაკლდა.
ნოემბრის შუა რიცხვებია და ჩვენთან სახლში ახლა აცივდა. მამას ვთხოვე ჩაერთო გათბობა.
სახლში დედა იყო და სამზარეულოს ალაგებდა. მამა-სამსახურში. მათეს ეძინა.
ჟაკეტი მოვიგდე და აივანზე გავედი. საბას დავურეკე, საქმე არ მქონდა:
– მმ...გისმენთ?
გააღვიძე! მაგარი ხარ!
– ჰეი, როგორ ხარ? დილამშვიდობისა.
– დილამშვიდობისა. კარგად... შენა?
– კარგად.
– აი, ძაან დროზე დარეკე, უნდა ავმდგარიყავი, თორე მერე ნიკა ტვინს წაიღებს, ზანტი ხარ, დროზეო.
– ა, მეგონა უკვე მოდიოდით. რომ თქვი თერთმეტზე მანდ უნდა ვიყო, გასაუბრებაზეო?
– მოვასწრებთ, ჯერ ცხრაც არაა და საგურამოდან გლდანში უნდა მივიდე.
– კაი, მერე გნახავ, მაშინ.
– აუ, გითხარი გნახავთქო, ხო?
– ჰო...
ოდნავ, თუმცა შესამჩნევად ჩახლეჩილი და ბოხი ხმით მიპასუხა "აუო".
– კაი, რაიყო, არაფერი! თან, ერეკლემ ჩემთან მოასკდით, რახან შენი ბიჭი ჩამოდისო. ასე რომ, იქ რომ დაამთავრებ, მერე ამოდი ერეკლესთან.
YOU ARE READING
მთაწმინდას
Romance- მისმინე, რაღაცა უნდა გითხრა. - და რა უნდა მითხრა? გაჩუმდა და ეშმაკის ბორბალს ახედა. - გისმენ? რა უნდა მითხრა? - მიყვარხარ. პირი დავაღე. არ ველოდი. _______ 16/10/22-