თავი ოცდამეოთხე

116 10 0
                                    

ნია✨

    არ გაგვიკვირდეს როდესაც ვიტყვი, რომ ნინამ არა მარტო შვიდი თაობა უკან, არამედ შვიდი თაობა წინაც გამოგვილანძღა.

    ერეკლეს რომ ველაპარაკე და მოვუყევი თუ რა "საშინელი მეგობრები" გამოვდექით, მაშინვე მითხრა არ დაურეკო, არ გინდა, თავ-ბედს იწყევლი საკუთარი ხელითო. ახლაგაზრდა კი რისი ახალგაზრდაა, თუ ის არ ქნა, რაც რაღაცნაირად საფრთხეში ჩააგდებს და იმის გაკეთებამ არ მიიზიდა, რაც არც ისე სახარბიელოა.

"წამპალი, წუნკალი, დამშრალი, გამოღრუტნული, უგემური და გასიებული ტყემლები" რომ გამოვდექით საბოლოოდ და ასე მოგვნათლა, ენა მოიფხანა, მერეღა გაჩერდა.

    ქალი ქალია და მეორის ამბები მაინც აინტერესებს. როგორც კი საფლავში ყველა გადაგვიტრიალა, დევდარიანმა დუმილის შემდეგ მაშინვე ის მკითხა, თუ რას ვაკეთებდით მე და "ჩემი ბიჭი", რომ დავადეთ.

— რა "ჩემი ბიჭი"? კარგად თუ ხარ?

— მე-კი, შენ?

— გადასარევად.

— რა ჯანდაბა ქენით, თქვე უბედურებო? ტვინი თქვენ არა გაქვთ, რომანტიკის თქვენ არ გაგეგებათ და რა ქენით?

    მოღუშული დღე იყო, ცა ღრუბლებით სავსე და წვიმის მოყვარულს, იმედიც გამიჩნდა ისეთი მუქი ღრუბლებია, იწვიმებსმეთქი.

— შენ რა იცი, იმას ან მე რა გვაქ თავში და რა–არა... და რა გაგვეგება და რა–არა?

— კაი, მითხარი მაშინ, იმას ან შენ რა გაქვთ თავში. პახოდუ, ისიც მოაყოლე, თუ რა გაგეგებათ?

— "პახოდუს" შესატყვისი არსებობს ქართულში, ას–

— თემას ნუ ცვლი, თორე გეფიცები, კბილებს ჩაგილეწავ! – დამემუქრა და თითქოს დედაბუნებაც მის მხარეს იყო, დაიგრუხუნა და წამებში წვიმა წამოვიდა.

— როგორი მზრუნველი და ყურადღებიანი ხარ?

— შენ მაგაზე სიტყვა არ გეთქმის!

მთაწმინდასWhere stories live. Discover now