თავი მეოთხე

280 15 0
                                    

ლადო ⚡

  რა სახეები ქონდათ, რომ ეძინებოდათ...

  მერე საბამ გაიღვიძა. გარეთ გამოვიდა და სიგარეტის ღერი მომაწოდა.

– სპასიბა.

  გამოვართვი და ჩამასესხებელ ჟესტად სანთებელა ამოვიღე ასანთებად. თავი დამიქნია, მადლობაო.

  ჯიგარი ტიპია, თავიდანვე დამევასა ნინამ რომ გაგვაცნო. დაჟე, ნინაც ნახევარი წლის გაცნობილი მყავდა.

– რომელზე უნდა გავიდეთ?

– რავიცი, ჯერ გაიღვიძონ და გავარკვევთ.– თავი დამიქნია და გააბოლა.

– ბიჭო, გოგოო და რამეო ნინომ და რა ხდება? ვის კერავ?

– აუ, რავიცი, რა. აღარ ვკერავ, მაგარი შტერია გოგოა, ვიღაცაა... დათოსაც კი სახე აეხია, რო ნახა და გოგოებმა ხო ვააფშე! მარა მაგარი გაბურღეს ტვინი დაბადების დღეზე!

– რო რამე ქენიო და პონტი?

– ხო, ბიჭო, ხოიცი რანაირები არიან, მარა ნია აღადავებს მაგარს.

– ხო, სახელზე დასცინის, ნინასგან ვიცი.

  ჩავიცინეთ და სიგარეტი მოაჯირს შევაწვით.

  ტელეფონს დავხედე, ოთხის წუთები იყო. სამუშაო მქონდა. საბა რომ შებრუნდა სახლში, შევყევი და ოთახებთან გზები გავიყავით; ის თავისთან, მე ჩემთან წავედი.

  გადმოვიღე ლეპტოპი და სამსახურის საქმეებს დავხედე. მაშაყირებენ, ყველგან მაგას აკეთებო. რომ არ გავაკეთო, დამახრჩობს უფროსი.

  აკადემიური მაქვს აღებული წელს, ბიზნეს-ადმინისიტრატურაზე ვარ. იდეაში, ჰა და ბოლო წელი იყო ახლა, მაგრამ მივხვდი, რომ სახსრები მელეოდა და მშობლების ფულზე ვერ ვიჯდებოდი სულ.

  ერეკლე გადმოტრიალდა საწოლიდან და ნამძინარევმა ჩაიცინა.

– შენ ბიჭო... კიდე მაგას აკეთებ?

– რა ვუყო? უნდა მოვრჩე.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now