თავი მეოცე

119 7 0
                                    

დათო 🔥

    დღეს ექიმთან მივდიოდით, უფრო ელენე მიმყავდა.

    თვალები გადმოყარა, როცა სახლში დავადექი და სერიოზული სახით ვუთხარი: "ჩემთან რომ გადმოხვიდე, აი, საბოლოოდ და საბოლოოდ, რას იტყვი?" მერე, ლოყები გაუწითლდა, გამიღიმა, მაკოცა ლოყაზე და ჩამეხუტა. ოთახში გავიდა, თან მომაძახა, რომ თუ მინდოდა ჩემთან ოფიციალურად მალე გადმოსულიყო, უნდა ტანსაცმლის იმ ნაწილის ჩალაგებაში დავხმარებოდი, რომელიც ჯერ კიდევ აქ იყო, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მე ჩამელაგებინა.

    რეალურად, ისედაც ერთად ვცხოვრობდით აქამდე ჩემთან, ცალკე. უფრო ბოლო პერიოდი, იმის მერე, რაც გავიგეთ ორსულობაზე. გარკვეული ნივთის საჭიროების შემთხვევაში გადიოდა მშობლების სახლში (რაც ხშირად ხდებოდა). ახლა კი ოფიციალურად გადმოდიოდა ჩემთან.

    რომ ვალაგებდით, ჩემდა უნებურად, მეღიმებოდა და ეს ელენეს არ გამოპარვია. ჩაიცინა მოკლედ და როდესაც ვკითხე, "რა იყო?", კითხვითვე მიპასუხა:

შენ რა იყო? გეღიმება, სადაცაა პირი გაგეხეს. რა ხდება?

— არაფერი, მიხარია. – ვუთხარი და საწოლზე ჩამოვჯექი.

— რო გიხარია, ეგ არაფერია? ზუსტადაც რომ ფერია, მაგრამ რა გახარებს?

    ახლა, მართლა ვიგრძენი, რომ მეღიმებოდა, საჭიროზე მეტადაც. თვალები შეყვარებულს ავარიდე და ჩემს ხელებს დავხედე, ერთმანეთში გადაწნულს. მერე, ყველაფერი გაიბლურა.

— დათო? ეი, რა იყო? ბას, გამომხედე?!- მაისური საწოლზე მიაგდო და ჩემთან მოვიდა.

    ჩემი ფეხები ერთმანეთს განერიდა, მისები მათ შორის რომ ჩამდგარიყო. პარალელურად, მტევნები მის თეთრ, გრძელ ფეხებზე ასრიალდა და მჭიდროდ მოეხვია, ცერა თითები ბარძაყს ეფერებოდა.

    თავი მუცელზე მივადე, ქვემოთ ვიყურებოდი. თუმცა თვითონ სახეზე, აქეთ-იქიდან, ხელები მომკიდა და მისკენ ამაწევინა. რომ დაინახა, თვალში ცრემლი მედგა, ქვედა ტუჩი გადმოაგდო, წარბების წინა ნაწილები მაღლა აზიდა და რამდენჯერმე წამწამები ერთმანეთს სწრაფად შეახო. წინ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა. მერე, უფრო მეტად დაიხარა და ჩამეხუტა, მკლავები კისერზე მომხვია.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now