¤1¤

995 92 32
                                    


~¤~

  შავი, მოქუფრული, ღრუბლიანი ცა. წვიმაც იყო? კი მოგვიანებით იწვიმა.
ხალხი მწკრივად იდგა იმ ჭიშკართან, საიდანაც გზა სახლის შემოსასვლელ კარამდე უსასრულო მეჩვენებოდა მაშინ. ყველას შავები ეცვა. ნუთუ ყველა განიცდიდა მამაჩემის დაღუპვას? არ ვიცი და არც მაინტერესებს. მხოლოდ ის ვიცი, რომ მტკიოდა. ტირილით კი ვერ ვტიროდი. დროდადრო ხელს გადამხვევდა ის, ალბათ მამშვიდებდა. ყველაფერი უსახო იყო სახლში, სადაც მამაჩემის სიცილი აღარ ისმოდა. მხოლოდ მისი კაბინეტის კარს გავყურებდი  ხოლმე და ის მგვრიდა სიმშვიდეს. და კიდევ ის, მხარზე შემოხვეული ხელი.
ყველაფერი კი უფრო ადრე დაიწყო.

მთელი ბავშვობა იმ სახლში გავატარე და მეხსიერების იმ უსასრულო ლაბირინთში, რაც კი შემოენახა ჩემს გონებას, მკაფიოდ მახსოვდა დღე, როცა ის გვესტუმრა პირველად. მაშინ თოთხმეტის თუ იქნებოდა, ან მალე გახდებოდა. ისიც მამას ახლდა და თავი უკვე ზრდასრულ კაცად მოჰქონდა. ჩემთან შედარებით იყო კიდეც. მაშინ ხუთის ან ექვსი წლის თუ ვიქნებოდი. ისიც მახსოვს, როგორ გააპროტესტა, როცა მამამ ჩემთან დროის გასატარებლად გამოუშვა.

ამრეზით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ღრმად ამოისუნთქა და თქვა:_შენთან დრო როგორ უნდა გავატარო.

-გინდა ვითამაშოთ?_ჩემი ხის ცხენი გავუწოდე და მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვხვდებოდი მაშინაც, ჩემთან თამაშის იდეა დიდად არ ეხატებოდა გულზე, თავიდანვე ისე განვეწყვე მის მიმართ, დღემდე მახსოვს ეს შეგრძნება. თითქოს გუშინ იყო, თითქოს ისევ ცამეტის თუ თოთხმეტისაა.

მამა ხშირად მასპინძლობდა მათ. თითქმის ყოველ მესამე თვეს.
და მეც იმდენად მქონდა რუტინად ქცეული მათი სტუმრობა, მოუთმენლად ველოდებოდი მათი მოსვლის დღეს.

მაშინაც ლამაზი იყო და რაც უფრო უთბებოდა ჩემს მიმართ დამოკიდებულება, მით უფრო ლამაზდებოდა ჩემს თვალში.
არ მაინტერესებდა, სტუმრობის ერთ კვირას, რაზე საუბარში ნლევდნენ კაბინეტში საქმიანად მჯდარი ჩვენი მამები, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის იყო ჩემს გვერდით.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now