~¤~გემის ბაქანზე მიაბიჯებდა ჰოსოკი უკვე. ისე, როგორც ერთ დროს მე ვემშვიდობებოდი ლონდონს, მაგრამ ამჯერად მე იქ ვრჩებოდი.
და ვრჩებოდი მანამ, სანამ ამას ისურვებდა თეჰიონი.
არ მქონდა დაგეგმილი მომავალი. არ გამაჩნდა მიზნების მრავალფეროვნება. მხოლოდ იქ, იმ მიწაზე ვაპირებდი ნავსაყუდელის მოწყობას. დაახლოებით ისეთის ეს გემებით და ნავებით სავსე ნავსაყუდელი რომ იყო, მაგრამ ჩემი უფრო მყარი იქნებოდა. მხოლოდ სამი გემით, პატარა აფრებით და დასავლეთის ქარის გარეშე.
ალბათ ეს იყო ჩემი მომავლის გეგმა, რომელზეც ყველანაირი გათვლების გარეშე მეფიქრებოდა.
გემის სიგნალზე ჰოსოკმა კიდევ ერთხელ დამიქნია ხელი შორიდან და ვხედავდი, როგორ არ ეშვებოდა ოხუნჯობას ასეთ დროსაც კი.
არ არსებულ ცრემლებს იწმენდდა თვალებზე სა ბოლოს ცვირსახოციც კი ამოიღო, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო მისი დამშვიდობება.
გზად მესაუბრებოდა ანა-მარიას შესახებ. ვფიქრობდი, მალე იხილავდა ჯანგს ლონდონი ისევ.-ვიცი, რომ მასაც მოვწონვარ მეგობარო. ამას ვგრძნობ._სამწუხარო იყო, მაგრამ რეალობა, რომ მოწონება და გრძნობები, არანაირ გადამწყვეტ როლს არ თამაშობდა დიდგვაროვანთა საზოგადოებისთვის.
ეს ასე არ იყო მხოლოდ ინგლისში. კოერეაში უფრო სავალალოდ იყო საქმე.
ვინ იცოდა, იქნებ ჯანგს სახლში დაბრუნებისთანავე დახვედროდა ახალი ამბავი, მომავალი ქორწინების შესახებ, რომელიც მის გარეშე გადაწყვიტეს მისმა მშობლებმა.
ჰოსოკი დიდ პატივს ცემდა მშობლებს და ალბათ ყველაფერზე დათანხმდებოდა, რასაც ისინი შესთავაზებდნენ, თუმცა ამდენად სერიოზული არასდროს მენახა ჯანგი. ყველაზე სერიოზული იყო, როცა ანა-მარიას შესახებ საუბრობდა.
ჩემი აზრი არც არაფერს შეცვლიდა, თუმცა მსურდა რომ საჭირო დროს, საჭიროდ დაეცვა თავისი ინტერესები. მჯეროდა კიდეც, რომ ასე იქნებოდა, თუ ეს აუცილებელი გახდებოდა.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...