~¤~გასაოცრად მომდევნო დილით, ჩემი ტოლერანტობა სასმლის მიმართ არაჩვეულებრივი გამოდგა. კარგად გამოძინების შემდეგ, ისე გავიღვიძე, თითქოს ხელმეორედ დავიბადე. კარისკენ გავიხედე მექანიკურად, რადგან თეგუკის ბოლოდროინდელი ჩვევა დილით მწვეოდა, ერთხელაც არ ამოვარდნილა კალაპოტიდან, მაგრამ გასაკვირად იმ დილით არავინ ეწვალებოდა ჩემს კარს. საათს შევავლე თვალი და მაშინვე წამოვჯექი საწოლზე. ჩემი დეპრესიის შემდეგ, არ მახსენდებოდა ასე გვიან როდის გავიღვიძე.
საუზმე უკვე კარგა ხნის გასული იყო და ისე დავიწყე მომზადება, თითქოს ამ დროს გაღვიძებით, რაიმე დანაშაული ჩამედინოს.
მხოლოდ მოგვიანებით შევამჩნიე წვიმა ჩემს ფანჯრებთან. კოკისპირული, მინების შემონგრევას რომ ლამობდა თითქოს.
მიყვარდა წვიმა, მაგრამ ზაფხულში.
ლონდონში კი არასდროს წვიმდა ისე, როგორც ზაფხულში იცის ხოლმე.
ყოველ ჯერზე იფიქრებდით, ზაფხულს კარი მიუხურა ზამთარმა და უკვე დაიწყო ცივი დღეები.
ჩვენი წინა ღამის საუბარი ისევ ცოცხლად ჩამესმოდა ყურებში და მეღიმებოდა.
თეჰიონისთვის რაც არ უნდა მეკითხა, თითქმის ყველაფრის დასაწყისს მე მიკავშირებდა და ვიცოდი გულწრფელი იყო. ალბათ იმიტომ რომ ჩემთვისაც ყველაფრის დასაწყისი იყო თავად.
პირველი სიყვარული და ამ სიყვარულით აღძრული ყველა პირველი ემოცია.
პირველი სურვილი და ამ სურვილის აუსრულებლობით გამოწვეული ყველა ტანჯვა.
ვფიქრობ და სასიამოვნოდ მახსენდება წარსულის ეს გამოცდილება.
ალბათ ტკივილი მხოლოდ მაშინ რჩება, როცა მიზეზი არ არსებობს მისი გაქარვების.
მე კი მიზეზი დიდი ხანია აღარ მაქვს მტკიოდეს, ვიტანჯებოდე.
და როცა ის ქრება, მოგონებებშიც კი სასიამოვნო თავგადასავლად გვევლინება ხოლმე. ისეთად ღიმილს რომ მოგგვრით.საძინებლიდან გასვლისთანავე მომხვდა თვალში უცნაური ფუსფუსი სახლში. გაკვირვებული ვაკვირდებოდი მსახურ გოგონებს, რომლებიც ღიმილით მიკრავდნენ თავს და შემდეგ სწრაფად უბრუნდებოდნენ საქმეს.
უცნაური არაფერი იყო მათ ღიმილში, მხოლოდ მათი, ყველას ერთიანად მოუცლელობა მეუცნაურა.
ყველგან ყვავილები იყო. მოაჯირებზე, თავისუფალ თაროებზე.
რაღაცის აღსანიშნად ემზადებოდნენ თითქოს, თუმცა ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...