¤3¤

377 67 13
                                    

~¤~

ჩემი ინგლისში ყოფნის დროს, მთელი ნაღები საზოგადოებისთვის იყო ცნობილი ჩემი ვინაობა. მას უნდოდა თუ არა, თითქმის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე უწევდა ჩემი წაყვანა. სასაცილო იყო, რადგან ნაცვლად იმისა რომ მისთვის გვერდი, რომელიმე ლამაზ ქალს დაემშვენებინა, კომპანიონობას მე ვუწევდი. მოსაწვევს აგზავნიდნენ არა მხოლოდ მის სახელზე, ცალკე მოსაწვევი იგზავნებოდა ჩემთვის.
სწორედ ამიტომ, მასზე არ იყო დამოკიდებული წამიყვანდა თუ არა.

მდიდარი მემკვიდრე და მდიდარი ბიზნესმენი. არავის რჩებოდა ჩვენი არსებობა თვალთახედვის არეალიდან. მათაც კი, რომლებიც მხოლოდ წვეულებაზე იგებდნენ ჩვენს შესახებ, დაუვიწყარი შთაბეჭდილება რჩებოდათ ჩვენზე. გასაგებიც იყო, ბატონი კიმი მისი გარეგნობის წყალობით დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სულ რომ არ ყოფილიყო ამდენად მდიდარი და დიდი ქონების პატრონი, დარწმუნებული ვარ სწორედ მისი გარეგნობის გამო გახდებოდა მდიდარი საზოგადოების ყურადღების ღირსი.

მთელი ერთი წელი გავიდა ისე, რომ სახლში დაბრუნება ერთხელაც არ მომისურვებია და გასაოცრად არც თავად შემოუთავაზებია ეს.
ინგლისურ ენას უკვე კარგად ვფლობდი და სამეგობრო წრეც, ჩემი ასაკისთვის შესაფერისი ირგვლივ მყავდა. მოსაწყენმა დღეებმა ნელ-ნელა შეიძინეს ფერები და სულ უფრო ფერადდებოდნენ ისინი, რაც უფრო ვახერხებდი და მის ნერვებზე ვთამაშობდი.

ჩემი ერთდღიანი გართობები მხოლოდ იმ მოახლე გოგონასთან არ დასრულებულა. საბედნიეროდ საკუთარი ინტერესების გატარება არ გამჭირვებია ჩემს სამეგობროში, რადგან როგორც აღმოჩნდა მათაც არაფერი აწუხებდათ სექსის გარდა.

თუ მე არ ვიკლებდი გართობას და მისგან ყურადღება მაქსიმალურად გადამქონდა სხვაზე, არც თავად ის იყო ბერად აღკვეცილი. ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მე სახლში არავინ მიმყავდა, მისი პარტნიორები კი ყოველ კვირა იცვლებოდნენ და ერთხელ ან ორჯერ მაინც რჩებოდნენ ჩვენთან.
ვცდილობდი ყურადღება ნაკლებად მიმექცია ამ ფაქტისთვის.
მიუხედავად იმისა რომ ჩემი ლტოლვა და ინტერესი მოკლების ნაცვლად, დღითიდღე იმატებდა მის მიმართ და ჩემს პარტნიორებს შორის ყოველთვის მას ვეძებდი, წარმოვიდგენდი, ჩემს გრძნობებს საკუთარ თავში ვინახავდი და ვცდილობდი ღრმად დამემარხა ისინი.

კაცი ლურჯ სმოკინგშიDonde viven las historias. Descúbrelo ahora