~¤~ფრინველები ერთიანად აიშალნენ ხეებიდან და გრილმა სიომაც არ დააყოვნა. შევკრთი.
ზედმეტად მკაფიოდ შევიგრძნობდი და აღვიქვამდი ყველაფერს ირგვლივ.
თან კი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მოვკვდი და იმ წამს ზევიდან დავყურებდი ჩემს უსიცოცხლო სხეულს.
ფერწახდილი გამომეტყველება თითქოს ბუნებამაც აირეკლა და რაღაც ძალით გაფერკმთალდა ფერები ირგვლივ.
მესმოდა ცხენის ფშტვინვა და ადგილზე მოძრავი ჩლიქების ხმა. მისი გულისცემაც კი მესმოდა იმ წამს, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს საკუთარი გულის ფეთქვა იყო და არა თეჰიონის.
ამბობენ სხეულის სიკვდილის შემდეგ, ტვინი კიდევ რამდენიმე წამით განაგრძნოს სიცოცხლესო და სწორედ ამ რამდენიმე წამს გავდიოდი იმ დროს.
ყველა მოგონება ცუდიც და კარგიც სრულყოფილი თანმიმდევრობით მიტივტივდებოდა გონებაში და ხელმეორედ განვიცდიდი წარსულში განცდილ ემოციებს.
მაგრამ სხეული... ჩემი სხეული... ო, როგორი უსიცოცხლო იყო მაშინ.იმ ხმამაც კი შემაკრთო, როცა თეჰიონის ტერფები მიწას შეხვდა ცხენიდან ჩამოხტომის დროს.
ეს შეგრძნებები ჯერ კიდევ მაფიქრებდა სიცოცხლის არსებობაზე ჩემში, მაგრამ პარალიზებული ვიყავი.-ორი წლის წინ..._მდარე ხმით დაიწყო მან და ვიცოდი, თავი უნდა მომემზადებინა იმ ისტორიისთვის, რაც თეჰიონის ბაგეებს დაცდებოდა მომდევნო წამს. ისევ წინ გავყურებდი ხედებს და მესმოდა ჩანჩქერის ხმა, რომელიც ხის ფოთლებში დამალულიყო. მხოლოდ ხმით გვამცნობდა მის არსებობას და არ გვრთავდა ნებას დაგვევიწყებინა მის შესახებ._როცა წახვედი, როცა მეგონა რომ საბოლოოდ გაიკეტე ჩემი სახლის კარი, როცა უკანაც კი არ მოგიხედავს გემზე ასვლისას. როცა საბოლოოდ დაიკარგა შენი სურნელი ჰაერში და შენს ოთახსაც კი უკვე უცხო სურნელება დაკრავდა, ჩემი მამულის საზღვარი ერთმა ახალგაზრდამ გადმოკვეთა. ჯერ კორეაშიც არ იქნებოდი ჩასული, ეს რომ მოხდა. ხელში წლამდე ბავშვი ეჭირა. ჩემი ნახვა მოისურვა, როცა გაიგო რომ ადამიანი ვის სანახავადაც მოვიდა, უკვე დიდი ხნის წასული იყო ინგლისიდან. თავიდან ვფიქრობდით, რომ დახმარების სათხოვნელად იყო მოსული, მაგრამ არ ჰგავდა ღვთის გლახას. ლამაზად ეცვა, სუფთად და ბავშვიც არაჩვეულებრივად იყო მოვლილი. როგორც კი ჩემს სმენას შენი სახელი ჩაწვდა, მაშინვე მოვიპატიჟე შინ.
ბევრი არ უსაუბრია, მხოლოდ ბავშვი გამომოწოდა და მის შემდეგ სიტყვებამდეც ვიცოდი, ვინ იყო ეს ბავშვი. მან თქვა:- დედა დაიღუპა, მე კი არ ვაპირებ ჩემი დის შვილის გაზრდას. ის ჯეონის შვილია.
ა
![](https://img.wattpad.com/cover/339044674-288-k23057.jpg)
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...