~¤~
სანამ ძილი დამრევდა ხელს, მახსოვს რომ მთელი ზღაპარი ლამაზ ბიჭზე იყო, რომელიც ყველას და ყველაფერს უპირისპირდებოდა თავისი ცხოვრების გზაზე, მანამ სანამ თეგუკი არ გაჩნდა. არ ვიცი რამდენჯერ ჰქონდა მონათხრობი ეს ზღაპარი თეჰიონს მისთვის, მაგრამ ყველა სიტყვა ზეპირად იცოდა ბავშვმა და თუ სადმე უადგილო სიტყვას ჩააქსოვდა კიმი, ენის მოჩლეფით თითქმის მძინარე, ჩემი მკერდიდან უსწორებდა.
საამური ჰარმონია იყო თეჰიონის ხმის პარალელურად თეგუკის სუნთქვის მოსმენა და საამოდ მელამუნებოდა მისი ცხვირიდან გამომავალი ცხელი ჰაერი მკერდზე.
არ ვიცოდი რა იყო მამობა, მშობლობა, თუმცა ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ ამას დიდი ბედნიერების მოტანა შეეძლო ჩემთვის.
საკუთარი თავი სხვა კუთხიდან დამანახა თეგუკმა და მიმანიშნა, რამდენად ეგოისტი ვიყავი.
სიძულვილი უდანაშაულო ბავშვის მიმართ, მით უფრო მხოლოდ ეჭვიანობის გამო, ბოროტებაა და მეტი არაფერი.
ზღაპრის დასასრული არ მომისმენია, ალბათ საკმაოდ ღრმად მეძინა უკვე იმ დროს.
გვიანი ღამე იქნებოდა, როცა შევფხიზლდი და უცნაური შეგრძნება დამეუფლა.
თვალი შეშინებულმა გავახილე გვერდით კი თეგუკის ნაცვლად თეჰიონი მეწვა და არც კი ფიქრობდა დაძინებაზე როგორც ეტყობოდა.
ცალი ხელი თავქვეშ ამოედო, მეორე ხელით კი ნაზად მეფერებოდა სახეზე.
თვალები გავახილე თუ არა, გაშეშდა.
არ მგონია ეს მოულოდნელობის გამო იყო, იმის გამო რომ დანაშაულზე წაისწრეს. ეს უფრო ღელვას ჰგავდა, სიამოვნების შეწყვეტის შიშს.-მინდა იმის გამოხატვა შემეძლოს, რასაც ახლა ვგრძნობ. მინდა შემეძლოს თითის დაქნევით, ყველა დარდი გავაქრო შენი გულიდან და თავიდან გაგიჩინო გრძნობები ჩემს მიმართ._ხელი ისევ ჩემს სახეზე ედო და ამის გაპროტესტების სურვილი არ მქონდა. თვალის აურიდებლად ვიყურებოდი მის მომნუსხველ მზერაში და სურვილი მკლავდა მეთქვა, მე ისევ მისი ვიყავი. ჩემი გული ისევ მისთვის იყო საყდარი._არ ვიცი რა საფასურის გადახდა მომოწევს კიდევ, მაგრამ გპირდები ყველაფერს გავიღებ, მხოლოდ შენ იყო ბედნიერი.
აგრძელებდა ჩურჩულით. მისი ხმა იყო მხოლოდ საკმარისი ჩემი გულის გაჩერებისთვის და შეხება, იმისთვის რომ კვლავ აძგერებულიყო.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...