~¤~
ისევ ლურჯი სმოკინგი. თავიდან მეგონა, რომ ერთი და იგივე სმოკინგს იყენებდა ყოველ დღე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი უამრავი ჰქონდა. ზოგი ღილებით იყო განსხვავებული, ზოგი საყელოს ჭრილით, ზოგიც უკან დატანებული ზოლით, მათი საერთო მახასიათებელი მხოლოდ ფერი იყო. შეიძლება უყვარდა ლურჯი ფერი, ან შეიძლება რაიმე განსაკუთრებულთან ასოცირდებოდა მისთვის. ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა სახლში "გამოკეტილს" ამიტომ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე შემეძლო მეფიქრა, მათ შორის ამდენად ამოკვიატებულ ლურჯ ფერზე.
დღეები იმდენად უსახური იყო, რამდენადაც ჩემი სახლის ეზო, მამაჩემის დაკრძალვის დღეს. უკან დაბრუნებაც არ შემეძლო უახლოეს მომავალში და რომ შემძლებოდა კიდეც, არ ვიცოდი ამას გავაკეთებდი თუ არა. ორი კვირა გზაში, კიდევ ორი კვირა იქედან დაბრუნებისთვის. მხოლოდ ერთი თვე თუ მოვახერხებდი სახლში დარჩენას და ამ დროის მანძილზეც, დიდი ალბათობით საერთოდ არ მომონდებოდა უკან დაბრუნება.
ჩემი სიყვარული დღითიდღე გაღიზიანებაში გადადიოდა მის მიმართ და ეს ფერისცვალება, ჩემს დამოკიდებულებასაც სულ უფრო ეტყობოდა.
ვთვლიდი, რომ უკვე მძულდა, მისი დანახვაც კი.
რამდენიმე თვეში მასთან ერთად ვახშმობაზეც უარი განვაცხადე და ის მცირე დიალოგებიც აღარ იმართებოდა ჩვენს შორის, რომელიც ერთმანეთის ამბის მოკლე მიმოხილვით იწყებოდა და სრულდებოდა.
კვირაში ჩემთვის გამოყოფილ ერთ დღეზეც უარი გამოვუცხადე. ცხვირაწეულმაც შევხედე გაბედულად და ვუთხარი:_არ მინდა თქვენი ძვირფასი, თავისუფალი დრო ჩემზე გაფლანგოთ._თითქოს ცადა შეწინააღმდეგება და პირველად თქვა ისეთი რამ, რამაც ოდნავ ღირებულად მაგრძნობინა თავი:_ჩემი დროის გატარებას შენს გვერდით, ფუჭად არ ვთვლი ჯონგუკ.
რა თქმა უნდა, ეს ერთი გამონათება არაფერს შემიცვლოდა მაშინ. ბრაზს იმდენად ჰქონდა დარეული ხელი ჩემთვის, თანდათან ძალადობის წყურვილსაც კი აღვივებდა ჩემში.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...