~¤~არასდროს შემიდარებია მამის გარდაცვალება სხვა განცდილ ტკივილთან, რადგან ეს იყო დღე, როცა სულის ნაწილი დავკარგე. დღეს კი როცა იმ დღეზე ვფიქრობ, დღეზე როდესაც თეჰიონი თავის საცოლესთან ერთად გამომეცხადა, ვხვდები რომ მეორედ სწორედ მაშინ მოკვდა ჩემი გაჭირვებით ფეხზე დამდგარი სული. არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ჩემს ოთახში.
მხოლოდ საკუთარ ოთახში გავიაზრე რომ მათგან მოშორებით ვიყავი. გული ყელში მებჯინებოდა ამჯერად ტკივილის შეგრძნებით და აცახცახებულ სუნთქვას ვერ ვაკონტროლებდი.
ამღვრეული თვალებით სანათის გვერდით მოთავსებულ ხავერდის ყუთს ვუყურებდი და კარის იქით ნაბიჯის გადადგმა არ შემეძლო.
ტანჯვაში იწრთობა ადამიანი, ეს დღეს უკვე დარწმუნებით ვიცი, მაგრამ იმ დროს, იმ ტანჯვის განცდას სწრაფი სიკვდილი მერჩივნა და მზად ვიყავი, ჩემი მოკლე ჭკუით ეს ნაბიჯი გადამედგა.
დიახ, ლაწირაკი ვიყავი, როგორც ის მახასიათებდა და დიახ, ამ მდგომარეობაში ის ვერასდროს შემომხედავდა, ვერასდროს აღმიქვამდა ღირსად, რომ ჩემთან თუნდაც თბილი გრძნობები გაეცვალა.
რომანტიზმი კი იმდენად შორს იყო ჩვენი ყოფისგან, გვირაბის დასასრულსაც არ შემეძლო ნათელი წერტილის პოვნა.ცრემლები სასწრაფოდ მოვიშორე, როცა კარზე გამეტებული კაკუნის ხმა გავიგონე.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს თავზე აბრახუნებდნენ მუშტს და არა კარზე.
ისევ იმ მასიურ ხესთან ვიდექი და ღრმა ჩასუნთქებებს ვაკეთებდი დასამშვიდებლად. არ გამოდიოდა.
რაც მეტად ვცდილობდი, მით მეტად მიტანდა ემოციები და სახე მემანჭებოდა.-სასწრაფოდ გააღე, მეორედ არ გავიმეორებ!
არ ვფიქრობდი, რომ იქ ჩემს დასამშვიდებლად მოვიდა, თუმცა მაინც ზედმეტად მომეჩვენა ის ცივი და უხეში ტონი, რაც კარს მიღმა ისმინებოდა.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...