~¤~
იმდენად სწრაფად გავიარეთ უკვე ნაცნობი დერეფანი, შემდეგ ისევ ხალხის ბრბო, შემდეგ ისევ დერეფანი, მხოლოდ გრილი ნიავის შეგრძნების შემდეგ შევძელი თვალი გამესწორებინა ირგვლივ საგნებისთვის.
უკვე გამოვლილი გზა კი მხოლოდ გაქცეულ სილუეტებად აღიქმებოდა ჩემს გონებაში.
მძიმედ სუნთქავდა და გარეთ გასვლისთანავე გამიშვა ჩაჭიდებული ხელი.
ზურგი შემაქცია.
ხელები წელზე შემოიდო და თავს ხან ჩახრიდა, ხანაც გაასწორებდა.
თითქოს დამშვიდებას ცდილობდა.
მხოლოდ პერანგი ეცვა, თეთრი ისევ რამდენიმე ღილშეხსნილი პერანგი.
ვიდექი და მის ზურგს შევცქეროდი, ცალი თვალი კი კარისკენ მეჭირა, საიდანაც ნაცნობი ახმახი გვითვალთვალებდა.
დიდი ალბათობით ფიქრობდა, რომ სწორედ ის პრობლემა შევქმენი, რის გამოც ძვლებში დამტვრევას დამპირდა და ალბათ ელოდებოდა ნიშანს, მუქარა განეხორციელებინა.
ისე გადადგა ავტომობილისკენ ნაბიჯები, კვლავ არ შემოუხედავს ჩემთვის. ერთი დამიძახა, რომ გავყოლოდი ისევ.მთელი ძალით უჭერდა საჭეს ხელს, ცოტა მეტი ძალა რომ ჰქონოდა ხელის მტევნებში, ვფიქრობ რკინას დაგრიხავდა.
ხმას არ იღებდა, მაგრამ დამშვიდების არა ეტყობოდა რა. ისევ გახშირებული სუნთქვა ისმოდა და ჩუმად გაპარებული მზერით ვატყობდი, როგორ აუდიოდ-ჩაუდიოდა გასწორებული მკერდი.
მამულიდან არც ისე მოშორებით გააჩერა ავტომობილი და ხელები უშვა საჭეს.
სკამს მიეყრდნო და თითების გაშლა-მოკეცვით, მათ დამასაჟებას ცდილობდა.-კიდევ ერთხელ ჩაიდენ მსგავს სისულელეს და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ._ხმადაბლა ამოთქვა, თითქოს მშვიდადაც, თუმცა მუქარას ჰგავდა მისი სიტყვები._ახლა გადადი, სახლში წადი.
ადგილიდან არ ვიძვროდი და მისი სიტყვებიც არანაირ მნიშვნელობას არ ატარებდა იმ წამს.
არსად წასვლას არ ვაპირებდი, მით უფრო მაშინ თუ ის უკან დაბრუნებას აპირებდა ისევ.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...