~¤~
მამულში დაბრუნებისას, თეჰიონს ყველა მსახური კითხვის ნიშნით აყოლებდა თვალს, თუმცა ვერავინ ბედავდა ეკითხათ, რა დაემართა მის სახეს.
კიმი თავს ისე იჭერდა, თითქოს არ ყოფილა ჩვენს შორის არანაირი საუბარი, მხოლოდ ეშმაკური მზერა მესროლა, სანამ კიბეს აუყვებოდა საკუთარ ოთახამდე.
დარწმუნებული ვიყავი, არ სურდა თეგუკს ენახა ასეთ მდგომარეობაში.მეორეს მხრივ კი მე ვხედავდი, როგორ ეთამაშებოდა ჰოსოკი ბავშვს ბაღში და ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ის ჩემი სისხლი და ხორცი იყო, ჩემი შვილი.
გამბედაობის მოსაკრებად რამდენიმე წუთი დამჭირდა, მაგრამ ეს გამბედაობა მხოლოდ მათი მიმართულებით წასვლისთვის იყო საკმარისი.
ადგილზე მისული მივხვდი, რომ ამის ძალა არ მქონდა.
არ მქონდა გამბედაობა ჯანგის კალთას შეფარებული ბავშვი ჩემსკენ მომეზიდა და მოვხვეოდი, როგორც ამას მამები აკეთებენ.
მისი შეშფოთებული თვალები არ მრთავდნენ ნებას შევხებოდი მაინც და ეს ჩემი პირველყოფილი, უსაფუძვლო სიძულვილის დამსახურება იყო მის მიმართ.ბავშვები გრძნობენ, ბავშვებმა გაუცნობიერებლად იციან სხვისი გრძნობების შესახებ.
ჰოსოკი რაღაცას ეჩურჩულებოდა თეგუკს და თან ჩემზე უთითებდა, მე კი ისევ იგივე პოზიციაში ვიყავი გაშეშებული და წარმოდგენა არ მქონდა როგორ გამოვიყურებოდი იმ წამს.-ისევ არ აწყენინო._მომმართა კორეულად ჯანგმა. მომდევნო წამს დავინახე როგორ მოცილდა პატარა ბიჭს და ჩემსკენ წამოვიდა. ხელით შემეხო მხარზე და გაფრთხილების გარეშე დამტოვა მასთან მარტო.
მე იმისთვისაც კი არ ვიყავი მზად, საკუთარი მეგობრისთვის მეთქვა სიმართლე ბავშვის შესახებ. სიმართლე, რომლის რეალურობა ჯერ კიდევ სიზმარივით იყო ჩემთვის და აბა, როგორ შევძლებდი ამის გაკეთებას თეგუკთან.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...