¤25¤

471 53 8
                                    


~¤~

  გულჩათხრობილი გახდა.
იყო დღეები, როცა საერთოდ არ ცდებოდა სიტყვა მის ბაგეებს.
ეს მანერვიულებდა.
თეგუკთან დროს ძირითადად მე ვატარებდი და არაფერი მქონდა ამის საწინააღმდეგო, თუმცა როცა ის მეკითხებოდა თეჰიონის შესახებ, მხოლოდ ერთი გასასამართლებელი საბუთი მქონდა_ბევრი საქმე აქვს საყვარელო.
თავადაც არ ვიცოდი, რა ტრიალებდა მის გონებაში.
არ შემეძლო მცოდნოდა, რადგან არაფერს ამბობდა.
რაღაცას გეგმავდა თითქოს.
ძალიან ბევრი ნივთი გაატანინა მსახურებს სახლიდან.
თითქოს ცლიდა შენობას და ამ ნივთებს ყოველ მხიარულ წამს ატანდა.
ვერ ვცნობდი და მეც დეპრესია მრევდა ხელს.
მითხრა რომ თავად მიხედავდა ყველაფერს, თუმცა ამაში თუ მისი ჩაკეტილობაც მოიაზრებოდა, არ მსურდა საქმის ასეთი მოგვარება.
ალბათ ერთი თვე მიილია მას შემდეგ, რაც წვეულებაზე მოხდა.
ყველაფერი სხვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ისევ ჰქონდა გასვლები მეგობრებთან და სახლშიც ხშირად იყო მათი შეკრება.
ისევ საუბრობდნენ საქმეზე და მე ვრწმუნდებოდი, რომ არავის ჰქონდა წარმოდგენა რა ტრიალებდა კიმ თეჰიონის გონებაში.
ერთმანეთს ვშორდებოდით და ეს დაშორება მტკივნეული იყო ყველა სხვა ბედნიერების ფონზე.

მისი სითბო და სასიყვარულო სიტყვები მაკლდა.
ხშირად ვტოვებდი ღამით მარტო და თეგუკის ოთახში ვიძინებდი, რადგან მეგონა აუცილებლად მომაკითხავდა და მასთან დაძინებას მთხოვდა, მაგრამ ეს არ ხდებოდა.
სხვის დასანახავად ხომ საერთოდ ერიდებოდა ჩემთან სიახლოვეს.

საჯირითოდ თეგუკთან ერთად დავდიოდი და მაშინაც კი, როცა ცხენიდან გადმოვვარდი და ხელი დავიზიანე, უბრალო მოკითხვით შემოიფარგლა.
გული მიტყდებოდა და თითქოს ძველ ყოფას უბრუნდებოდა ჩვენი ურთიერთობა.
იმ დროინდელს, როცა ჩემგან თავს შორს იჭერდა.

ჩვენი ურთიერთობა აღარ ჰგავდა ორი შეყვარებული ადამიანის ურთიერთობას და ეს მტანჯავდა.
მიჩემდა ფიქრებს, სადაც ჩემს მიმართ გრძნობაგანელებულ თეჰიონს ვხედავდი. ცივს და უინტერესოს ჩემდამი.
რამდენჯერმე ღამეც გადამითენებია ტირილში.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now