¤10¤

365 72 20
                                    


~¤~

   იცით? ჩვენი ერთმანეთთან შეხვედრა ბედისწერის თამაშს ჰგავდა. თითქოს განზრახ დაგვაკავშირეს, მაგრამ ამ კავშირის შენარჩუნებისთვის ძალიან, ძალიან ბევრი უნდა გვებრძოლა. გამოგვევლო ყველანაირი ქარიშხალი და დაზუსტებით ისევ არ გვცოდნოდა, ვიქნებოდით თუ არა ერთად.
ჩვენს დროში ცოტას თუ სჯერა სიყვარულის, განსაკუთრებით ჩვენს ფენაში. მართალია ოცი წელი გამოხდა მას შემდეგ, მაგრამ ეს ისევ არ შეცვლილა.

გარიგებით ქორწინებები ისევ ისეთი სიხშირით ხდება, როგორც მაშინ ხდებოდა. ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებას მხოლოდ საქმის გამო უკავშირებენ, რამდენად მომგებიანია ეს საქმე. თითქოს საკუთარ თავს საწყისს ფასს ადებენ და აუქციონზე გააქვთ სავაჭრო პროდუქტივით. საინტერესო სწორედ მაშინ იწყება, ვინ გადაიხდის ყველაზე მეტს და შემდეგ ხდება გარიგება, სადაც აუცილებლად ორივე ოჯახი უნდა იღებდეს სარგებელს.

ჩვენ კი ასე არ ვიყავით.
ალბათ ბევრ გარიგებით ქორწინებაში მყოფს სწვევია ერთხელ მაინც სიყვარული. რა თქმა უნდა არა ის, ვინც გვერდით ედგათ. ნამდვილი, სულელური სიყვარულო, რომლისთვისაც გვერდი აუვლიათ და თვალიც აღარ გაუპარებიათ.
ალბათ ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი შეხვედრა ბედისწერა იყო. თითქოს დაბადებიდან დააკავშირეს ჩვენი გზები და რაც არ უნდა გვეცადა, თუნდაც ცალ-ცალკე ყოფნა, ეს არ გამოდიოდა.
ყველაზე რთულ მომენტშიც კი ერთმანეთისკენ ვილტვოდით და თუნდაც ტანჯვა მოეყენებინა ერთად ყოფნას, ეს სხვა ტანჯვა იყო. განსხვავებული იმისგან, როგორ ვიტანჯებოდით ცალ-ცალკე.

ანა-მარია არისტოკრატი ქალბატონი გახლდათ, რომელიც როგორც შემდეგ გავიგე, ნამდვილად იყო უკვე დანიშნული კიდევ ერთ დიდგვაროვანზე. დიდი შანსი იყო, რომ ეს დიდგვაროვანი თავად თეჰიონი გამხდარიყო და ამას არაფერი შეუშლიდა ხელს, ეს ხომ უკეთესი მომავლისთბის გაკეთდებოდა. ისეთ ნორმალურ ურთიერთობაში, როგორც კაცს და ქალს აქვთ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ამის მიზეზი კი თეჰიონის თავდაჭერილობა იყო თურმე, რომელიც ყველა გარიგებითი ქორწინების შეთავაზებას თბილი ღიმილით, მაგრამ მტკიცე უარით ისტუმრებდა.
ის არ მყოფნიდა, რომ საკუთარი საფიქრალი ბევრი მქონდა დაგროვილი და თითქოს ორ ცეცხლს შუა ვიწვოდი, ჰოსოკიც დაემატა ჩემს არეულ გონებას.
მას შემდეგ რაც გაიგო რომ ანა-მარია დანიშნული იყო, თავგზა ჰქონდა აბნეული. აქაოდა გაცნობიდან მეორე დღესვე აპირებდა ცოლად შერთვას და ახლა ვიღაც ნაბიჭვარი, როგორც ქალის საქმროს უწოდა, ხელს უშლიდა.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now