¤15¤

381 73 22
                                    

~¤~

არ ვიცი იმით გაღიზიანებული გამოვედი კიმის კაბინეტიდან, რომ ტყუილში გამომოჭირეს, თუ მისი ცივი და აგდებული ტონი მშლიდა ჭკუიდან.
შეიძლება ორივე.
მთელი დღის გაღიზიანებას საბოლოოდ ჰოსოკზე ვანთხევდი საღამოთი და ის კიდევ ჩუმად, ხმის ამოუღებლად უსმენდა ჩემს ლანძღავს. სიტყვებს, თუ როგორ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას და კიდევ იმას, რომ შეეძლო ანა-მარიასთან სხვა დროს ეარშიყა და არა თეჰიონის თვალწინ.

როცა დავასრულე ჩემი გრძელსიტყვიანი მონოლოგი ფეხზე წამოდგა ჯანგი. მხარზე შემომკრა ხელი მეგობრულად, ღიმილით, როგორც ჩვეოდა ყოველთვის.

-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება._მომმართა და მარტო დამტოვა ოთახში ისე, რომ ამ სიტყვებზე პასუხის გაცემა ვერ შევძელი.
მალევე ვიგრძენი თავი დამნაშავედ ჩადენილის გამო.
ჯანგი კი უბრალოდ სახლში აღარ იყო იმ დროს.

მთელი დღე თავს ვარიდებდი თეგუკს.  არ მსურდა ჩემი ბრაზი, რაიმე სახით მაინც მეჩვენებინა მისთვის. თუმცა როცა ჯანგის პოვნით იმედდაკარგული კიბეს მივუყვებოდი, ის კიბის თავში იდგა და მელოდებოდა.

-დღეშ ალ მოგჭონვარ?_ამღვრეული თვალებით მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ცრემლების შეკავებას. არა და ამ ასაკში ბავშვები ხომ ეტირებათ თუ არა მაინც ტირიან?

-აქ მოდი პატარა ონავარო._მკაცრი სახე სასწრაფოდ მოვიშორე და ხელში ავიტაცე.
ამღვრეული თვალები წამში დაეწმინდა, როგორც კი ჩემი ღიმილი დაინახა და შეხება იგრძნო._დღეს ჩემთან დაიძინე კარგი?

-მალთლა?_პატარა ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და შემდეგ მთელი თავისი ძალით მომეხვია ყელზე.

არ ვიცოდი სად იყო თეჰიონი, არ ვიცოდი სად იყო ჰოსოკი.
კიმის ნახვა მხოლოდ  იმიტომ მინდოდა, რომ მისი ვითომ და გათანაბრებული ქულა ადგილზე გამექრო. ან და ვის ვატყუებ? მისი ნახვა იმიტომ მინდოდა, რომ უბრალოდ მშვიდად დამეძინა. მისი ხილვით კმაყოფილი, თუნდაც მოჩვენებითი ბრაზით და გულდაწყვეტილი მისი სიცივის გამო, საკუთარ სიზმრებში თავიდან ფეხებამდე გადავეშვებოდი და გავაკეთებდი ყველაფერს, რაც ფიქრად ოდესმე გამივლია.
ჰოსოკისთვის კი ძალიან დიდი ბოდიში მქონდა მოსახდელი.
იმედს ვიტოვებდი, რომ თავს კარგად გრძნობდა და ზედმეტად არ მიუტანია გულთან ჩემი მწარე სიტყვები.
ის ხომ ჰოსოკი იყო, ალბათ რომელიმე კაბარეში თავის გამოჩენას ცდილობდა თავისი დამტვრეული ინგლისურით. რამდენიმე გოგოსაც წაიყვანდა ალბათ ერთი ღამით აღებულ ოთახში და დილამდე თავდავიწყებას მიეცემოდა.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now