~¤~
-გაიღიმე, დაიმახსოვრე მხოლოდ ერთი ცდა გვაქვს._დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას, რას მეუბნებოდა ჩემს წინ მდგომი მამაკაცი, რომელსაც თავი შავ ქსოვილში დაემალა და მხოლოდ დაგუდული ბგერები მოდიოდა მისგან.
რაღაცას აჩხაკუნებდა. ფირს ასწორებდა თურმე, როგორც შემდეგ აღნიშნა. გამეღიმა? ეს ხომ ასე მარტივი იყო, როცა თეჰიონის გვერდით ვიდექი.
მაშინ პირველად წამიყვანა კიმმა სასეირნოდ, ჩვენი დამეგობრების შემდეგ. დღესაც არ ვიცი, როდის გახდა ის ჩემთვის ძვირფასი. ვფიქრობ თავიდან მხოლოდ მიჯაჭვულობა იყო. მისი ყურადღება მომწონდა და მაბედნიერებდა ის აზრი, რომ ჩემზე უფროსი მეგობარი მყავდა. საერთოდაც არ გამოვირჩეოდი მეგობრების სიმრავლით. შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროისთვის ის იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი.ფოტოსურათის დამზადების შემდეგ, სახლში მისვლამდე არ მომიცილებია თვალი ჩვენი გამოსახულებისთვის, საოცრად ნატიფ ქაღალდზე რომ იყო გადატანილი.
-თუ ასე მოგწონს ჩემი ყურება, მე ხომ აქ ვარ._თავზე ხელი გადამისვა თეჰიონმა. ფოტოსურათი სახეზე ავიფარე დამორცხვებით. დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ალბათ გავწითლდებოდი. სიმხურვალე ნამდვილად ვიგრძენი სახეზე.
ვერაფერი ვუპასუხე.
რომ შემძლებოდა ლაპარაკი, ალბათ ვეტყოდი რომ მთელი ცხოვრების მანძილზე შემეძლო მეყურებინა მისთვის და არ მომბეზრდებოდა, მაგრამ რაღა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩემს გონებაში გავლებულ ფიქრებად დარჩა.ჩვენი საერთო ფოტოსურათი ერთადერთი ძვირფასი ნივთი იყო, რაც თეჰიონისგან მქონდა და იმ დღემდე იყო საგანძური, სანამ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ინგლისში წასვლამდე ჩემი ხელით არ გავანადგურე.
მახსოვს როგორ ჩავყარე ნაგლეჯები სამეცადინო მაგიდასთან მდგარ ყუთში.
და ეს ერთხელაც არ მინანია.
ვიცი, ცუდად ჟღერს.
ვიცი, გულცივობაა, მაგრამ იმდენად მტკენდა გულს თავად მისი გულგრილობა, სინანულის ადგილი უბრალოდ არ მქონდა გონებაში.
შემდეგ კი დავიწყებას მიეცა ძველი ფოტოსურათი.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...