~¤~თეჰიონს თითქმის რეაქცია არ ჰქონია, როცა ჯანგმა ვახშმის დროს ახსენა გამგზავრებისთვის მზადების შესახებ.
თითქმის, რადგან ვერაფრით გამომეპარებოდა მისი დაძაბული ყბა იმ დროს. ისე ძლიერად უჭერდა კბილებს ერთმანეთს, სადაც იყო ჩაეფშვნებოდა.
შემდეგ, ალბათ წამის შემდეგ, ერთიანად მოეშვა და მშვიდად ჭამა განაგრძო. საბედნიეროდ თეგუკს ჯერ კიდევ არ ესმოდა კორეული, ამიტომ არც ყურადღება მიუქცევია ჰოსოკის სიტყვებისთვის. კალთაში მეჯდა და როგორც ასწავლეს, მთელი მონდომებით ცდილობდა სუფრის ეტიკეტის დაცვას.
რომ არა დაძაბულობა, რაც იმ დროს სუფევდა მაგიდასთან, გამეღიმებოდა კიდეც ბავშვის ამ მონდომებაზე, უსაშველოდ საყვარელი იყო.
დროდადრო გამოურევდა მაინც ბავშვურ ქცევებს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილი პატარა ჩანგლით, ჯერ მე მომიტანდა პირთან ქათმის ხორცს, მელოდებოდა როდის გავაღებდი პირს. შემდეგ გამიღიმებდა კმაყოფილი და მომდევნო ლუკმას თავისთვის ჩაიდებდა პირში.
ჯერ ხომ ისედაც დისტანციას იჭერდა ჩემთან კიმი, თუ არ ჩავთვლით გამონათებებს დროდადრო, მაგრამ ჰოსოკის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, თითქოს სულ დაივიწყა ჩემი არსებობა.
ორი წლით უკან დავბრუნდით თითქოს, სახლში ფაქტიურად არ იყო.
დილით გავიდოდა და ისე ბრუნდებოდა, ვერც ვიგებდი.
ველოდებოდი კიდეც რომ გამომეჭირა, თუმცა არა.
ისიც კი ვიფიქრე, რომ სახლში საერთოდ არ მოდიოდა ღამით, მაგრამ ეს ფიქრი აფსურდული გახლდათ. საუზმეზე ყოველთვის იკავებდა თავის კუთვნილ ადგილს. დღის ამ მონაკვეთში შემეძლო მხოლოდ თვალის მოკვრა მისთვის.
ცოტაც და აგვისტო მიიწურებოდა.
ჯანგს უფრო ამიტომ ეჩქარებოდა კორეაში დაბრუნება.
სწავლის დასაწყისს ვერ გამოტოვებდა, მაგრამ მე...
ერთი შეხედვით მეც იგივე მიზეზი მქონდა, თუმცა მე ხომ ვიცოდი რეალურად რომ ეს მიზეზი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რატომ უნდა დავრჩენილიყავი იმ სახლში.
ESTÁS LEYENDO
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanficჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...