¤7¤

346 66 27
                                    


~¤~

"ჯონგუკა, ჩემო ჯონგუკა ალბათ ჯერ ადრეა წარსულში მოვიხსენიო ჩვენი ურთიერთობა და ამის გაკეთებას არც მინდა. ჯერ ადრეა, შეიძლება თავხედობაც მონატრების შესახებ გესაუბრო, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ თითოეული შენი უკმეხი პასუხი მენატრება, რომელიც ჩემთან გაგიცვლია. იმედია თავს კარგად გრძნობ, მინდა რომ კარგად გრძნობდე.
დანაშაულში თავის მხილება უკვე გვიანია, თუმცა მინდა აქ იყო და გითხრა, როგორ ვწუხვარ. თავის მოჩვენება, რომ ვერაფერს ვხედავდი უაზრობა იყო და მეტი არაფერი, მაგრამ იმასაც დავძენ, რომ ასე უმჯობესია. შენ სხვა ცხოვრებას იმსახურებ, უკეთესს, ნათელს. არა ბნელსა და დამალულს. ცოდვილს და ქვების სროლის ღირსს. უბრალოდ მსურს იცოდე, რომ არასდროს ყოფილხარ ტვირთი. შენ ძვირფასი ხარ და ასეთადვე დარჩები მუდამ.
როცა ვფიქრობ წარსულის სასიამოვნო მოგონებბეზე, მხოლოდ შენი გაღიმებული სახე მიდგება თვალწინ და ვისურვებდი, რომ ეს სახე კვლავ მეხილა.
არაფერს ვცდილობ ჩემი სიტყვებით, როგორც უკვე ვთქვი, შენ უკეთესს იმსახურებ. უბრალოდ იყავი უკეთესი და არა ჩემნაირი ნაძირალა ჯონგუკა."

წერილი მაგიდაზე მოვისროლე და შემდეგი კონვერტი გავხსენი.
ვერ ვიცრუებ და არ შემიძლია ვთქვა, რომ არ იმოქმედა მისმა სიტყვება. წამით ისიც მომინდა, მაშინვე უკან დავბრუნებულიყავი და წარსული სამუდამოდ გამექრო, მაგრამ სისუსტეს ვერ გამოვიჩენდი. მე ამისთვის ბევრი ვიღვაწე. კიმ თეჰიონის თაფლნარევ სიტყვებს, არ ავარევინებდი გონებას. არა ისე, როგორც იმ ღამით ამირია.
დილით კი საცოლესთან ერთად გამომეცხადა.
ვერ ვხვდებოდი მის სვლებს და აღარც მიზეზების ძიებას ვაპირებდი უდაოდ.
მხოლოდ წავიკითხავდი, რამდენიმე წერილის წაკითხვა არ მომკლავდა.

"ჯონგუკა, ვიცი ბრაზობ, ვიცი შენი დუმილი დავიმსახურე, მხოლოდ მითხარი როგორ ხარ. შენგან არაფერ მოვითხოვ, მხოლოდ მსურს ბედნიერი იყო. მითხარი რომ ბედნიერი ხარ. მითხარი რომ შეგიძლია ბედნიერი იყო.
მხოლოდ მითხარი ჯონგუკა, მხოლოდ მითხარი..."

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now