¤4¤

421 62 32
                                    


~¤~

მბჭუტავ შუქში მისი ლურჯი სმოკინგი, უფრო შავ ფერს იკრავდა, როგორც მისი თვალები იმ წამს.
შეშლილი? დიახ, ალბათ ეს სიტყვა შეეფერება მზერას, რომლითაც მიყურებდა.
ჩემი ხელი ისევ ბიჭის საჯდომზე იყო გაშეშებული და ვცდილობდი ჩემს წინ არსებული რეალობის ზუსტი შეფასება გამეკეთებინა.
ერთი ისიც ვიფიქრე, სასმელმა ხომ არ დამმართა ჰალუცინაცია, მაგრამ ეს ზედმეტად რეალური იყო ჰალუცინაციისთვის.
მისი მზერა არ იცვლებოდა და მხოლოდ თვალებით მკიცხავდა, მლანძღავდა, ვძულდი.
ამ მომენტში ის თეჰიონი გამახსენდა წარსულიდან. ბიჭი, რომელიც გაკვირვებას ვერ მალავდა ჩემი შეკითხვის შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ სწორედ ასეთი შეშლილი მზერა ჰქონდა მაშინ, მაგრამ საოცრად ჰგავდა, საოცრად ნაცნობი იყო.
ჩემი კითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა:_რატომ არის აუცილებელი რომ მხოლოდ ქალს და მამაკაცს უყვარდეს ერთმანეთი?
წარმოდგენა არ მაქვს ეს კითხვა საიდან დამებადა. ალბათ ეს ის პერიოდი იქნებოდა, როცა სასაუბრო თემა ბევრი გვქონდა და ბევრ რამესაც გამვიხილავდით. არაფერი უპასუხებია. მაშინაც დუმდა და თვალებით შეშფოთებას გამოხატავდა.

შემდეგ მითხრა:_წამოდი სადილის დროა.
ამ თემას არ დავბრუნებივარ. მივხვდი რომ ამაზე პასუხი მასთან არ უნდა მეძებნა.
მაშინ ჩემი მის მიმართ სიმპათია, მხოლოდ მეგობრობის საზღვრებს თუ მოიცავდა, შემდეგ კი ეს საზღვრები იმდენად გაფართოვდა, უბრალოდ აღარ იტევდა ცა და დედამიწა.

რატომ უნდა უყვარდეს კაცს ქალი, ან და კაცს კაცი, ქალს ქალი. მხოლოდ სიყვარულის ჭრილში თუ განვიხილავთ, არაფერია ამაში დასაზრახი, მაგრამ თუ ვნებასაც დავუმატებთ, სარეცელის გაყოფას, სხეულის სიახლოვეს, ჟინს, მაშინ მხოლოდ პირველი ხდება მისაღები. მხოლოდ პირველი ვარიანტი არ აშინებს საზოგადოებას. მხოლოდ ის შეიძლება იყოს ხილული.
დანარჩენ ორ ვარიანტს კი სიყვარსულს თუ გამოვაკლებთ, ასევე დამალულს დავტოვებთ, მაშინ დასაშვებია. ორმაგი სტანდარტების მქონეა ჩვენი საზოგადოება და ვინ იცის, შეიცვლება კი ეს ოდესმე?

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now