¤18¤

406 67 11
                                    

~¤~

  ბავშვების მგრძნობელობაზე ალბათ გსმენიათ, თუმცა სამი წლის თეგუკს როგორ ჰქონდა იმის უნარი ეგრძნო, როდის ვიყავი ცუდ ხასიათზე, მოწყენილი, ბედნიერი ვერ ვხსნი. სიტყვებსაც კი ძლივს ამბობდა, გადაბმულ წინადადებაზე რომ არაფერი ვთქვა და როცა ჩაფიქრებულს დამინახავდა, ისე მომიჯდებოდა გვერდით და დამიწყებდა ხელზე ფერებას, თითქოს გრძნობდა რის შესახებ ვფიქრობდი იმ დროს, რა მაწუხებდა.
ისეთი არც არაფერი მეწვა გულზე ტვირთად, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნის მიზეზი მქონოდა, მაგრამ ვექილის მოსვლის დღე რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო მეტად ჩაფიქრებული დავდიოდი.
ამას გარდა თეჰიონთან მზერის გაცვლის მრცხვენოდა. ისე ვწითლდებოდი მისი დანახვისას, ჯანგმა ერთხელ წყალიც კი შემომასხა ბაღში ჯდომის დროს.
არ მოისვენა, სანამ არ გაიგო რა იყო ჩემი გაწითლების მიზეზი და საბოლოოდ იმის ნაცვლად რომ გავემხნევებინე, სახალისო თემა მიეცა ყოველდღე.
ანა-მარიასთან პაემნებს მოუხშირა ჰოსოკმა. არ ვფიქრობდი რომ ყველა მათგანი თეჰიონის მოწყობილი იყო, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტი ის იყო, რომ თითქმის სულ მარტო ვიყავი დღის ძირითად მონაკვეთში.
თეგუკი თუ აღმზრდელთან ერთად იყო მით უფრო მარტოსულად ვგრძნობდი თავს.
ის დღე იყო საძინებლიდან გამოსვლაც რომ არ მინდოდა. აი ის დღე, ვექილი რომ უნდა მოსულიყო.
რაღაცით წარსულს მაგონებდა ეს ყოველივე. მაშინ ანდერძის გახსნის დროსაც ხომ არ მსურდა მათთან შესვლა. კარის გაღების ტექნიკაზე უკვე ვცნობდი თეგუკს. რა თქმა უნდა არასდროს აკაკუნებდა.
პირდაპირ საწოლში შემოგორდა და ზეწარი ისე გადაიფარა, ორივე მის შიგნით აღმოვჩნდით.
მრგვალი თვალებით მიყურებდა და არაფერს ამბობდა.
სახეზე მოფერება შემეძლო მხოლოდ, რადგან არც მე ვიცოდი რა მეთქვა მისთვის.

-მალე უნდა ჭახვიდე?_ამოიბურტყუნა ბოლოს და პატარა თითები ლოყაზე დამადო.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now