~¤~ძალიან გრძელი გზა იყო სახლამდე. ათამდე ნავსადგური და ზღვის ავადმყოფობაც დაემატა ყველა სირთულეს.
ჩემი პირველი მგზავრობა იყო მარტოდმარტო. მეშინოდა.
ციებ-ცხელების დროს იმასაც კი ვნანობდი, საერთოდ რომ მოვინდომე შინ დაბრუნება, მაგრამ როგორც კი ცხელება იკლებდა ვფიქრობდი, რით იქნებოდა განსხვავებული ჩემი ინგლისში ყოფნა ამ ყოველივესგან.
გზის დასასრულს კორეაში დაბრუნებისას, შეიძლება აღარც ყოფილიყო თავისუფალი კაცი კიმ თეჰიონი და ამ ყველაფრის საკუთარი თვალებით ნახვა მსურდა? არამც და არამც.მარტას შეშფოთებული სახე რომ შევამჩნიე ჩემი დანახვისას, მივხვდი რომ ნამდვილად არ გამოვიყურებოდი სახარბიელოდ. გრძელვადიანი მოგზაურობა თავის კვალს უდაოდ ტოვებს ადამიანზე, ჩემს შემთხვევაში კი სიკვდილს ხელიდან გამოტაცებულის შესახედაობა მქონდა. ჩემი ამღზრდელისთვისაც დაეტყო თავისი უხეში ხელი დროს. შეიძლება ამდენად მძაფრად იმიტომ აღვიქვამდი, რომ დიდი ხანი იყო უკვე არ მენახა. თუმცა იმ წამს არც არაფრის ფიქრის ძალა შემწევდა და მით უფრო არც საუბრის.
მხოლოდ ერთი რამ მსურდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად მივსულიყავი სახლში.
არაფერი შეცვლილა ჩემს მშობლიურ ქალაქში.
ქუჩები ისევ მტვრით იყო სავსე და ადვილად განასხვავებდით მდიდარს და ღარიბს ერთმანეთისგან.
პირველი განმასხვავებელი მათი სამოსი გახლდათ.
მდიდრები უკვე დასავლურ ყაიდას მისდევდნენ, ღარიბებს კი ისევ ტრადიციული სამოსი, ძველი ჰანბოკები ემოსათ.
მეორე განმასხვავებელი ნიშანი მათი სახეები იყო.
გაბადრულ სახეებს, მდიდრებს რომ დაჰკრავდათ იშვიათად შეხვდებოდით. ძირითადად უბედური და დაუძლურებული სახეები მოგხვდებოდათ თვალში.
ამ კონკრეტული თვალსაზრისით, ძალიანაც ჰგავდა ლონდონის ქუჩებს სეულის ქუჩები.
ალბათ ყველგან ადვილად იცნობოდა ფენათა შორის განსხვავება.საკუთარ ეზოში შებიჯებისას ბილიკი სახლამდე თვალცრემლიანმა გავიარე.
ბოლო ყველაზე მკაფიო მოგონება ამ ეზოსთან, მამაჩემის დაკრძალვის დღე იყო და ყველაფერი ისე ნათლად ცოცხლდებოდა ჩემს გონებაში, თითქოს დრო უკან დატრიალდა და ისევ იქ ვიყავი, ისევ წარსულში. ისევ თეჰიონის ზურგს ამოფარებული და ისევ ვცდილობდი გააზრებას, ეს ყოველივე ცხადში ხდებოდა თუ სიზმარში.
სახლსაც იგივე სურნელი ჰქონდა. დრო თითქოს არ გასულა. არც მე წავსულვარ ინგლისში. ყველაფერი უბრალოდ გუშინ მოხდა და მე კიდევ ღრმა ძილიდან გამოვიღვიძე.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...