¤8¤

328 79 35
                                    

~¤~

  ღრმა, სევდიანი თვალები, ოდნავი ბედნიერების სხივით. ძალას რომ მართმევდა და ამავდროულად ენერგიით მავსებდა.

ჩვენ ყველანი სამგანზომილებიანი არსებები ვართ, მაგრამ ის ჩემთვის მეოთხე, დროის განზომილება იყო.
უზენაესი არსება. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე განზომილების მმართველი.
თითქოს მე მისი ჩრდილი ვიყავი, უზენაესი არსების სამგანზომილებიანი ჩრდილი, უფრო აღმატებული ვიდრე ჩვეულებრივი ჩრდილი, რასაც ყოველი ადამიანი თუ არსება ტოვებს როცა თავზე მზე დანათის.
დღეს, როცა ვფიქრობ და უფრო ღრმად განვიხილავ გონებაში ჩემს მაშინდელ მდგომარეობას ვხვდები, მე მისი ქმნილება ვიყავი. ეს მსურდა თუ არა.
მისი წყალობით ვიქეცი იმად რაც ვარ.
მისი წყალობით გავძლიერდი.

არ ვიცი ჩვენი თვალებით ინტერაქცია რამდენ ხანს მოიცავდა, ის ხომ თავად მართავდა დროს, მომდევნო ნაცნობი ლურჯი სმოკინგი დავლანდე მის ტანზე და შემდეგ ძლიერი ხელები ვიგრძენი ჩემს სხეულზე.
ღრმა სუნთქვა ჩემს ყელთან და მისი გულისცემა ჩემს მკერდზე.
წარმოუდგენელი იყო რეაქცია არ ჰქონოდა ჩემს სხეულს, მოკვდავს, არა ისეთ უზენაესს როგორიც ის იყო თავად.
ვგრძნობდი როგორ აჩქარებულად დაიწყო სისხლმა მიდინება ჩემს ძარღვებში და წამოიძაგრა თმა სხეულზე.
სისუსტე, ისევ ის სუსტი, თხუთმეტი წლის ლაწირაკი ვიყავი და ამაში მხოლოდ იმ წამს დავრწმუნდი.
ჩემს გულს არანაირი ფერისცვალება არ განუცდია.
დიახ, ტკივილი. ის ისევ იქ იყო, მაგრამ ემოციებმა, დამალულმა გრძნობებმა მაშინვე გახსნეს გულის დაკეტილი კუთხე და გარეთ გამოაღწიეს როგორც კი ვიგრძენი მისი შეხება.

სიტყვას არ ძრავდა. ჩემს ირგვლივ კი  ბურუსით, თუმცა ისევ ისმოდა ხმები. ბავშვის ხმა, ჯოზეფი, ჰოსოკი.
გახევებული ვიდექი. სულმა დატოვა ჩემი სხეული და მის სულს შეუერთდა. მისი მარწუხის გამო ვიდექი ისევ ფეხზე. მინდოდა გაეშვა, არ მინდოდა გაეშვა.
მინდოდა ჩავხვეოდი მის ყელს, არ მინდოდა ჩავხვეოდი მის ყელს.
მინოდა მეყვირა, არ მინდოდა მეყვირა.
მოწოლილმა ემოციებმა სწრაფად იპოვეს გზა ჩემი თვალებისკენ და როცა შემეძლო დამეფიცებინა, არღარასდროს ვიტირებდი მის გამო, იმ დღეს საკუთარი ფიცის გატეხვის გამო ინკვიზიციას ველოდებოდი.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now