ჩვენ ყველანი სინათლის წერილები ვართ. დიდი აფეთქების შედეგად დაბადებული, აფეთქების შემდეგ გაფანტულნი. უმაღლესი ძალის ნაწილები და ამ ძალას თითოეული ჩვენგანი სიყვარულის სახელით ატარებს გულში. მთავარია იპოვო, მთავარია ის შენში დაინახო.
და როცა შეყვარებული ხარ, სწორედ მაშინ გრძნობ ამ ძალას შენში.
დადებითი ემოცია შენში იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ამას უარყოფითი ემოცია გააკეთებდა, ან და აკეთებს. დადებითი ენერგია შენებისკენ, შექმნისკენ გიბიძგებს, უარყოფითი კი დანგრევისკენ, განადგურებისკენ.
შემომედავებიან და მეტყვიან, რომ უარყოფითმა ენერგიამაც შეიძლება მოგცეს შექმნის შესაძლებლობა და სურვილი, მაგალითად მე, რომელიც სწორედ ამ ენერგიის წყალობით გავხდი ის ვინც ვიყავი იმ დროს, თეჰიონის წინ.
მე ხომ ჩემი თავი გამოვძერწე და შევქმენი ისეთი, როგორიც მსურდა ვყოფილიყავი. მსურდა დამემტკიცებინა, რომ შემეძლო. სხვისთვის დამემტკიცებინა და არა საკუთარი თავისთვის.
დიახ, მაგრამ იცით განსხვავება რაშია, როცა დადებით ენერგიას და უარყოფით ენერგიას ვადარებთ ერთმანეთს?
უარყოფითი ენერგიის დროს შექმნილი რეალობა, მალე ფერმკრთალდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ დაიშლები, აღარ იარსებებს შენი პიროვნება, არა! უბრალოდ შემდეგ არ იცი, რა გაუკეთო ამ შენს ქმნილებას.
როგორ განაგრძო ცხოვრება მიღწეული მიზნის შემდეგ.
ის დროებითია, ის ენერგია განილია და შენ დარჩი ადგილზე, მომავალი მიზნის გარეშე.
დადებითი ენერგიით შექმნილი სამყარო კი პათოსში გაგდებს.
ის სამუდამოდ გრძელდება. აღგაფთოვანებს და უფრო მეტის გაკეთების სურვილს გიჩენს. ის გადამდებია, შენ ბედნიერდები და სხვასაც აბედნიერებ.
ამ ორი ენერგიის ბრძოლა მიმდინარეობდა ჩემში მაშინ, როცა მას ვკოცნოდი.
როცა ხორციელად შევიგრძნობდი რაც დიდი ხნის მანძილზე, მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში იყო.
რა აზრი ჰქონდა შურისძიების აღსრულებას და მისი ტანჯვის ყურებას, ეს ხომ კიდევ ერთი დაკარგული პერიოდი იყო ჩვენი ცხოვრებიდან და რა იქნებოდა, უბრალოდ სიყვარულით შემომებიჯებია ამ სახლში ისევ.
ჩავხუტებოდი, როცა ის ჩამეხუტა.
მყვარებოდა, ისე როგორც ადრე.
მყვარებოდა ყოველი წუთი მასთან გატარებული.
მაგრამ არა, იმ შეუვალ ამპარტავნებას ვერ გადავაბიჯე და მხოლოდ ვიხანგრძლივებდი სიცარიელის შეგრძნებას სულში, როცა შემეძლო მთლიანად სავსე გავმხდარიყავი. სავსე მისით.
სავსე ჩვენი ცხოვრების სიხარულით.
მაშინ ვთვლიდი რომ დავივიწყე, განვაგდე ყველა სიყვარულისკენ მიმავალი ბილიკი. არ მიმიქცევია ყურადღება იმ შეხებით გამოწვეული შეგეძნებისთვის სხეულში, რადგან გონება სხვაგვარად მოქცევისკენ მიბიძგებდა.
მინდოდა და სურვილს ვუარყოფდი.
შემეძლო და არ ვაკეთებდი.
თავს სისუსტეში ვადანაშაულებდი და უფრო მეტად ვეჯიბრებოდი.
შორს ყოფნას ვაიძულებდი ილუზიური აწმყოს ჩვენებით.
დიახ, მე სწორედ ისე ვიქცეოდი, როგორც თეჰიონი მოიქცა წარსულში.
იგივე შეცდომას ვუშვებდი და ამის გააზრებისთანავე, უფრო მეტად, უფრო ძლიერად, უფრო ვნებით ავეკარი მის ტუჩებს.
პერანგის საყელოში ჩავჭიდე ხელები და მეტად მოვიზიდე ჩემსკენ.
მხოლოდ კვნესა დაგვცდა ორივეს, როცა ჩვენი სხეულის ქვედა ნაწილები შეეჩეხნენ ერთმანეთს, მაგრამ წამით არ გაგვიწყვიტავს კოცნა. არც ჰაერის საჭიროება გვაიძულებდა ამას. თითქოს ვცდილობდით, დაკარგული დრო მხოლოდ ამ კოცნაში ამოგვენაზღაურებინა და ამ კოცნის შემდეგ ახალი გვერდიდან განვაგრძობდით დაუვიწყარ ცხოვრებას.
ბედნიერს.
უნაკლოს.
მცირე კინკლაობებით და თბილი ჩახუტებებით ღამით.
თვალის გაპარებით, როცა ვიფიქრებდით რომ არ გვიყურებდა და მოულოდნელი მზერის გასწორებით, შემდეგ კი ამ მზერაში დაკარგვით. თუნდაც წამით, მაგრამ სამარადჟამო შეგრძნებით.
أنت تقرأ
კაცი ლურჯ სმოკინგში
أدب الهواةჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...