¤26¤

501 62 35
                                    

~¤~

გამთენიამდე ქოხში ყოფნის გამო, თვალი წამით არ მოგვიხუჭავს არცერთს.
მამულში დაბრუნებისას უკვე მთელს სახლს ეღვიძა და მსახურებიდან ყველა ფუსფუსით აკეთებდა თავის საქმეს.
თვალს ვავლებდი და ვფიქრობდი, ვინ იყო მოღალატე, რომელიც თეჰიონმა ახსენა და არ მსურდა დამეჯერებინა, რომ იმათგან რომელიმეს შეეძლო ისეთი ბატონისთვის დანა ჩაეცა ზურგში, როგორიც კიმ თეჰიონი იყო.
საქმე ის გახლდათ, რომ მსახურთაგან უმეტესი ნაწილი თეჰიონს ბავშვობიდან იცნობდა და მთელი ცხოვრება ამ მამულში ჰქონდა გატარებული.
ცოტა ახალგაზრდა ბიჭი-გოგოები კი მათი შვილები იყვნენ და რა თქმა უნდა, მათაც საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი კიმის მოწყალება.
მათ ოჯახს უწოდებდა თეჰიონი.
ვფიქრობ კიმზე მეტად მსურდა, რომ მისი ეჭვები მოღალატის არსებობასთან დაკავშირებით მცდარი აღმოჩენილიყო.

ძალიან იშვიათად თუ შემოაღწევდა მამულში უცხო პირი. მაგალითად ის გოგონა, რომელთანაც წარსულიდან პატარა თავგადასავალი მაკავშირებდა.
თუ დავფიქრდებით, ამ ამბის შემდეგ აღარ მინახავს გარეშე მოქალაქეებიდან მამულში ვინმე აეყვანათ, თუნდაც დროებით სამუშაოზე.
დიახ, თუ ნამდვილად არსებობდა ენაგრძელი, ეს უდაოდ მათგან იყო, იმ ოჯახიდან, რომელსაც თეჰიონი თავის სიცოცხლესაც ანდობდა.
კიდევ და კიდევ, ყოველ გავლებულ ფიქრზე, უფრო მეტად მწყდებოდა გული.
საკუთარ თავში დაკარგულს მისი ხმა ჩამესმა. მითხრა, რომ სამუშაო ოთახში დავლოდებოდი. მომდევნო კი რაც გავიგონე მოხუცი ჯოზის სახელი იყო და წამით ადგილზე გამეყინა სხეული.
ეს ვერ იქნებოდა სიმართლე.

საკუთარ სავარძელში იჯდა თეჰიონი. უძილობას მასზეც მოეხდინა გავლენა, თუმცა მისი მონოტორული აურა, გამჭოლი, კარისკენ მიმართული მზერა, მაინც ისეთი იყო, როგორც ყოველთვის.
მის გვერდით ვიდექი, მზერას თეჰიონსა და კარს შორის ვაპარებდი.
როცა კარი გაიღო და იქედან ჯოზეფმა შემოაბიჯა, თვალები მოვხუჭე. თითქოს ეს რეალობას შეცვლიდა.
თითქოს იმ ტკივილსაც გააქრობდა, რომელსაც თეჰიონი ატარებდა იმ წამს. არ იმჩნევდა, თუმცა მე ვიცოდი, რას განიცდიდა.
ეს ხომ მოხუცი ჯოზი იყო.
მისი მოხუცი ჯოზი.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now