¤9¤

414 73 46
                                    


~¤~

  დილიდან უცნაური ხმაური ჩაწვდა ჩემს სმენას და სიმართლე იყო არ ვიცოდი რა დროს უჩვენებდა საათი, თუმცა გაღვიძებისთვის მაინც ადრე მეჩვენა.
წინა ღამის დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ, ვინ დაიძინებდა საწოლზე და ვინ მდივანზე, საბოლოოდ ორივემ საწოლის გაყოფა გადავწყვიტეთ, იმ პირობით რომ შუაში ბალიშებით მოვნიშნეთ საზღვარი. თითქოს და მართლა რაიმეს მივქარავდი ძილში. გვიან დაძინების მიზეზი მხოლოდ ეს როდი იყო. მე საკმაოდ გამოვიძინე ვახშმამდე და რული არ მეკარებოდა თვალზე, რა თქმა უნდა არც ჰოსოკს მივცემდი ძილის საშუალებას და ეს მთლიანი ბრძოლაც საწოლის განაწილებაზე, მხოლოდ დროის გაყვანა იყო და მეტი არაფერი.
ამასთან ჯანგი უკვე ღრმა ძილში იყო, მე რომ კიდევ იმაზე ფიქრები მჭამდნენ, რასაც ასე თავგამოდებით მიმეორებდა ჩემი მეგობარი.

თეჰიონის გრძნობების ჩემს მიმართ რომანტიულ მნიშვნელობას ვერ ვიჯერებდი და თუ არ ჩავთვლიდით ბავშვობის მოგონებებს, არ მახსენდებოდა წამი, როცა მას თბილი გრძნობები გაემეტებინა ჩემთვის.
ვერც იმას ვხვდებოდი, სად დაიჭირა ჯანგმა მისი ემოციები, საბოლოოდ კი იმაზე შევჯერდი, რომ ჩემს გიჟ მეგობარს უბრალოდ კარგი ფანტაზიის უნარი ჰქონდა.
თუმცა ვერ დავმალავდი ფაქტს, სადაც ძალიანაც მომწონდა იმაზე ფიქრი, რომ თეჰიონი გულგრილი არ იყო.

ისევ დავუბრუნდეთ უცნაურ ხმაურს, რომელმაც ძილი დამიფრთხო.
აივნის კარი ღია იყო და ხმაური სწორედ წინა ეზოდან შემოდიოდა.
ჰოსოკი ჩემს გვერდით აღარ იწვა და აღარც ჩვენი ეგრედწოდებული საზღვარი ინარჩუმებდა პირვანდელ ფორმას. ყველა შუაში მქოცეული ბალიში ან იატაკზე ეგდო, ანდაც საწოლის ბოლოს.
ხმაურთან ერთად გრილი ნიავიც მოჰქონდა ჩემამდე ღია კარს, ამიტომ საბანშემოხვეული წამოვდექი ფეხზე და ახლადგამოფხიზლებული გონებით, კუს ნაბიჯებით მივლასლასდი კარამდე, საიდანაც არც მეტი არც ნაკლები მომღიმარი ჰოსოკი იყო გადაკიდებული მოაჯირზე და რაღაცას, ან ვიღაცას ღიმილიანი სახით უმზერდა.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now