¤17¤

502 71 19
                                    

~¤~

ლურჯი სმოკინგი არა, მაგრამ ლურჯი ბაფთა ლამაზად ჰქონდა გაკვანძული ყელთან. თეთრ პერანგზე მზესავით ანათებდა ეს ფერი და რატომღაც მაშინ დავაკვირდი, რომ საოცრად უხდებოდა მისი სახის მოყვანილობას.
მუქ თმის ფერს საოცრად ერწყმოდა და ვფიქრობდი იმის შესახებ, განა იყო რაიმე ისეთი, რაც იდეალურად არ გამოჩნდებოდა მის სხეულზე?
ბაფთისვე ფერის შარვალი ეცვა, როგორც ყოველთვის სასწაულებრივად რომ ადგა ბარძაყებზე და შავ ჩექმაში ისე იყო მოქცეული, თითქოს ამ ჩექმისვე ნაწილი იყო და არა განცალკევებული ქსოვილი.
მიყვარდა მისი დგომის მანერა, როცა წინ გედგა და გელაპარაკებოდა, ცალი ხელი აუცილებლად შარვლის ჯიბეში ედო, მეორე ხელს კი ან საუბრის დროს ჟესტიკულაციისთვის იყენებდა, ან არა და როგორც იმ წამს, ტუჩებში მოქცეული თივის ღერო ეჭირა თითებით.
ადამიანს სტატუსი უფრო მომხიბვლელს ხდისო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უბრალო, მდაბიო ბიჭიც რომ ყოფილიყო კიმი, აუცილებლად ისეთივე მომხიბვლელი იქნებოდა, როგორც იმ დროს.
მასთან მზერის გაცვლის დროს შემეძლო, ძალიან ბევრ რაიმეზე მეფიქრა ერთდროულად. წამებში გამევლო გონებაში რეალობა და ოცნებისთვისაც გამეკრა კბილი. 
მარტივად შემეძლო წარმომედგინა, როგორ მოდიოდა ჩემსკენ ნელი ნაბიჯით, ეშმაკური, მაგრამ მომხიბვლელი ღიმილით, გამომწვევი მზერით და ბევრის მთქმელი გამომეტყველებით.
შემეძლო წარმომედგინა, სწორედ იმ წამების მანძილზე, როგორ იხრებოდა ჩემსკენ და სიტყვების გარეშე, უბრალოდ ეუფლებოდა ჩემს ტუჩებს.
ნებართვის გარეშე, ძვრებოდა ჩემს პერანგში და თავისი ნატიფი თითებით, ეხებოდა ჩემს მკერდს. თვალები მოვხუჭე. მივხვდი რომ ძალიან შევიჭერი ოცნების ტალღაში. იმდენად შევიჭერი რომ ცოცხლად შემეძლო მეგრძნო აზრად გავლებული.
თვალი რომ გავახილე მივხვდი, სულაც არ ყოფილა მხოლოდ ჩემს გონებაში წარმოქმნილი ქაოსი ეს ყოველივე.
კოცნას ვეღარ ვგრძნობი, მაგრამ სანაცვლოდ მის თვალებს სულ მილიმეტრის მოშორებით ვუცქერდი.
მის სუნთქვას ვუსმენდი და ვგრძნობდი.
ისევ საკოცნელად იწეოდა და მე არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა. თივის გროვა, ყველაზე საიმედო საყრდენი იყო ჩემთვის, ორივე ხელებზე დაყრდნობით უკან გადავწიე სხეული და ზევიდან მოქცეულ თეჰიონს შევყურებდი, რომელიც თითქოს მეთამაშებოდა. კოცნას ითხოვდა, მაგრამ არა და არ მოჰქონდა ტუჩები საჭირო დისტანციამდე. მხოლოდ აჩრდილისებრად ატარებდა ჩემს ბაგეებს და დროდადრო საკუთარ ტუჩს კბენდა.
ხელი ისევ ჩემი პერანგის ქვეშ ჰქონდა, მაგრამ არც იმას ამოძრავებდა.
არა და ისე ახლოს იყო ჩემს კერტებთან და იმდენად ითხოვდნენ ისინი შეხებას.
წარმოდგენაც კი შემეძლო, რამდენად გამაგრებული იყვნენ იმ წამს.

კაცი ლურჯ სმოკინგშიWhere stories live. Discover now