~¤~
თვალუწვდენელ ჭერს, მართლაც რომ ვერ ვუსწორებდი თვალს.
ამოდენა დარბაზში პირველად ვიმყოფებოდი და თავბრუს მახვევდა მისი სიდეადე.
საპატიო სტუმრების სიაში რომ ამოიკითხეს გვარი კიმი, იქ არსად ეწერა ჩემს შესახებ, მაგრამ მან როგორც თავისი კომპანიონი ისე წარმადგინა საღამოზე.
აბა ვინ იყო იმდენად გამბედავი, რომ კიმ თეჰიონს შეწინააღმდეგებოდა.
თავს უხერხულად ვგრძნობდი.
არაფერი იყო ისე, როგორც ადრე.
ორი წლით ადრე ცალკე მოსაწვევი იგზავნებოდა ჩემთვის, რადგან ყველამ იცოდა რომ თეჰიონი მიწევდა მეურვეობას, მაგრამ ჩემი ახალი ვიზიტის შესახებ ლონდონში ძალიან ცოტამ თუ იცოდა.
არ მიყვარდა ხალხმრავალი ადგილები, მაგრამ მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობდი. წარსულისგან განსხვავებით გვერდიდან არ მიშორებდა და მთელს დროს ჩემთან ერთად ატარებდა.ბატონი რიჩარდი სწორედ ისეთი წარმომედგინა, როგორიც იყო.
უელსის საგრაფოს ერთ-ერთი გავლენიანი გრაფი, ზუსტად იმ სიმაღლეზე მდგომი, რა სიმაღლეზეც თავი წარმოედგინა.
ძალაუფლების სიყვარული სახეზე ეწერა.
მართალია თეჰიონს ისე მიესალმა, როგორც თანასწორს, თუმცა წარსულის წყენა ისევ თვალებში უკიაფებდა მამაკაცს.
შემდეგ მე შემომხედა და ქედმაღლური მზერის დამალვა არც უცდია.-ვგონებ რომ შანსი უნდა გამოიყენოთ ბატონო კიმ, სანამ ამის საშუალებას გაძლევთ ცხოვრება._წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა მისი რეპლიკა და ზოგადად რის შესახებ მიანიშნებდა კიმს. მზერა თეჰიონის სახისკენ გავაპარე, მისი თვალები უკვე მე მიყურებდა და სახეზე ეწერა, ჩემგან განსხვავებით ყველა სიტყვის მნიშვნელობას ჩაწვდა.
-ვარიანტებს არასდროს ვარჩევდი ბატონო სუონს, ჩემი არჩევანი ძალიან დიდი ხნის წინ გავაკეთე.
ძალიან ჰქონდა დაძაბული მხრები თეჰიონს. მისი თვალები კი ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოხატავდა.
YOU ARE READING
კაცი ლურჯ სმოკინგში
Fanfictionჩემი ისტორიის თავი და ბოლო კაცია ლურჯ სმოკინგში. ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ მოდიოდა ახლოს და როგორ მშორდებოდა ისევ. შემდეგ ძალიან დიდხანს ვცდილობდი თავად განმეგდო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ მხოლოდ ის იყო ვისაც შეეძლო მიეღო ჩემი პიროვნება, მხოლოდ მ...