3

545 63 3
                                    

Sehun's POV

დიდ ხნიანი ძილის შემდეგ გავიღვიძე, საწოლიდან წამოვდექი. ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი.

გასულ საღამოს ბექიონთან და კიონსუსთან ვიყავი და ლამის გამთენიისას მივედი სახლში.

კიდევ მეძინება. სააბაზანოში შევდივარ .

საბედნიეროდ  დღეს გაკვეთილები არ მაქვს და თავისუფლად შემეძლება მუშაობა.

"სად არის ჩემი ტელეფონი?!"

ჩემს თავს ვკითხე.
მაგიდაზე იდო.
ავიღე და მართლა ძალიან გაოცებული ვიყავი.
არცერთი გამოტოვებული ზარი ან მესიჯი.

"ნუთუ სძინავთ?!"

ისევ ჩემთვის ჩავილაპარაკე. ტელეფონი ისევ იმავე ადგილას დავდე და ახლა გარდერობთან მივედი.

დიდი არაფერი. ჩვეულებრივი დღეებისთვის განკუთვნილი ტამსაცმელები.

ღია ჯინსს და ნაცრისფერ მაისურს ვიცმევ.

მომენტალურად საათს გავხედე. 10 იყო, სამუშაო 11-ზე იწყება.

"მგონი ჭამას მოვასწრებ."

ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე.

მალევე გავედი სახლიდან. კარგია რომ ძალიან შორს არ ვარ წასასვლელი.

ქუჩა გადაკეტილი იყო.  უახლოეს რესტორანში შევედი საჭმელად.

ისეთს, განსაკუთრებულს და ძვირიანს არაფერს ვჭამ. ამის საშუალება არც მაქვს.

საჭმელი მალე ვიყიდე და სამუშაო ადგილას წავედი.

"გამარჯობა შიუმინ ჰიონ."

მივესალმე კაფის მფლობელს.

თბილად გამიღიმა შიუმინმა.

"გამარჯობა.. დღეს ადრე მოსულხარ"

საჭმელი ამოვიღე და სკამზე მოვთავსდი.

"ხო.. დღეს არაფერი მქონდა გასაკეთებელი და.."

საჭმლის ჭამა დავიწყე.

"ასე ადრე ჭამ ხოლმე? თან ამას "

"კი."

ჩემთან მოიწია და საკვები ხელებიდან გამომაცალა. მინდოდა გამეპროტესტებინა მაგრამ მისმა გამოხედვამ მომაკეტინა.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Место, где живут истории. Откройте их для себя