Author's POV
საწოლის გვერდით დადგმულმა საათმა გაუჩერებლად დაიწყო რეკვა. უკვე დილის 7 საათი იყო. როგორ უნდოდა ძილი.
ამოიოხრა და ძლივს ძლივობით გაახილა თვალები. სანამ ადგებოდა უმისამართოდ იყურებოდა მაღლა.
"რომელი საათია."
თავისთვის ჩაილაპარაკა სეჰუნმა და თმა გადაიწია.
გვერდით გაიხედა და საათს შეხედა. თვალები გაუფართოვდა როცა დრო ნახა.
7:30-ზე უკვე კლასში უნდა ყოფილიყო, უკვე 7:10-ია.. დარწმუნებული იყო რომ დღეს დაიგვიანებდა.
გასულ ღამეს დამატებითი სამუშაოს შესრულება მოუწია და ამიტომ ჩაეძინა.
სეჰუნი პატარა აპარტამენტში სრულიად მარტო ცხოვრობდა. კოლეჯი თავისი საცხოვრებლიდან შორს იყო.
არ იყო ძვირიანი აპარტამენტი.. სეჰუნს ყოფნიდა ეს ფართიც. თუმცა არჩევანი არც ჰქონია დიდსა და პატარას შორის. რა თქმა უნდა ეს ფულს ეხება.
არ იყო მდიდარი ოჯახიდან, გარდა ამისა მშობლები რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.
ყოველთვის ბიძამისი აყენებდა ტკივილს.
თითქმის ყოველი საღამო ტირილში გაჰყავდა და იმაში ფიქრით თუ როგორ უნდა გაქცეოდა მას..
თუმცა რამდენჯერაც გაქცევას დააპირებდა, იმდენჯერ იჭერდა.
ერთ დღეს, ბიძამისი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში და ყველანაირი ახსნის, შემზადების გარეშე სეჰუნს გამოუცხადა რომ, ჩაეწყო თავისი ნივთები და გაყოლოდა მას.
იმ მომენტში, სეჰუნი დაშოკილი იყო. რაიმეს თქმის გარეშე აიღო თავისი საჭირო ნივთები და ბიძამისს გაჰყვა.
ერთ ადგილს მიადგნენ, სეჰუნი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო და არც იცოდა რომ ეს ადგილი კლუბი იყო.
შეშინებული და დაბნეული იყო. ეგონა რომ აქ მიმტანად იწყებდა მუშაობას.
ESTÁS LEYENDO
Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|
Fanfic•"კიმ ჯონგინი" მარტოხელა მამაა რომელსაც მხოლოდ ერთი ვაჟი გააჩნია..არასოდეს უფიქრია ახალი ცოლის მოყვანაზე სანამ რამე წარმოუდგენელი არ მოხდებოდა.. • "ო სეჰუნი" ჩვეულებრივი კოლეჯის სტუდენტი რომელიც მარტო ცხოვრობს დიდ ქალაქში.. მხოლოდ მის სწავლაზე და სა...