Author's POV
"შეგიძლიათ მომცეთ აი ეს და ეს ნაყინი.."
თბილი ხმით ეუბნებოდა ჯონგინი გამყიდველს და თან ხელით ანიშნებდა თუ რომელი ნაყინი უნდა მიეცა.
რამდენიმე წუთით დალოდება მოუწევდა. აქეთ-იქით იყურებოდა და სეჰუნს და თეოს მოკრა თვალი. რატომღაც თავი ცუდად იგრძნო როცა ვიღაც დაინახა რომელიც მათ ესაუბრებოდა./რამე ხდება?? თუ ეს უბრალოდ გრძნობებია../
გაიფიქრა."რა ხდება.."
ბოლოს თავისთვის ჩაილაპარაკა."უკაცრავად.. სერ.."
გამყიდველის ხმამ გონზე მოიყვანა. ფული გადაუხადა და ნაყინები გამოართვა.
თავს ისევ ისე გრძნობდა მაგრამ არ იცოდა რატომ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს და რაღაც ცუდი ხდებოდა."სეჰუნ.."
დაიყვირა და ერთ ადგილას მიიყინა როცა იმ ადამიანის სახე დაინახა რომელიც თეოსა და სეჰუნის წინ იდგა.
"შ-შენ.."
უკვე მოთმინება ეკარგებოდა. უნებლიეთ გადააგდო ნაყინები ხელიდან.
"გაამრჯობა.."
უცხო ისე მიესალმა ჯონგინს თითქოს და არაფერი ხდებოდა.
"ლი თეიონ.."
"მიხარია რომ კიდევ ერთხელ შეგხვდი ქაი.."
ჯონგინს მისი ხმაც კი აღიზიანებდა. როცა სეჰუნის და თეოს შეშინებული სახეები დაინახა იქვე გაუჩნდა თეიონის მოკვლის სურვილი.
"აქ რატომ ხარ?"
ცივი ხმით შეეკითხა.
"არ ვიცი რატომ გაინტერესებს.. ეს კითხვა მე უნდა დამესვა. როგორც მახსოვს დიდად ზოოპარკში სიარულით არ გამოირჩევი..და ახლა რა გჭირს?"
მშვიდი ხმით ესაუბრებოდა ჯონგინს."გაინტერესებს?! ხოდა გეტყვი. აქ ჩემს მეუღლესთან ერთად ვარ დროის გასატარებლად წამოსული. დაკმაყოფილდი?"
ცდილობდა ხმა ეკონტროლებინა.
თეიონს სიტყვა 'მეუღლის' გაგონებისას არასასიამოვნოდ გასცრა სხეულში.
YOU ARE READING
Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|
Fanfiction•"კიმ ჯონგინი" მარტოხელა მამაა რომელსაც მხოლოდ ერთი ვაჟი გააჩნია..არასოდეს უფიქრია ახალი ცოლის მოყვანაზე სანამ რამე წარმოუდგენელი არ მოხდებოდა.. • "ო სეჰუნი" ჩვეულებრივი კოლეჯის სტუდენტი რომელიც მარტო ცხოვრობს დიდ ქალაქში.. მხოლოდ მის სწავლაზე და სა...