46

284 38 9
                                    

Author's POV

"მითხარი ახლა რაღა გინდა"
ოდნავ დაბალი ხმით შეეკითხა ჯონგინმა რადგან სეჰუნის მეტად "დაფრთხობა" აღარ უნდოდა.
"ჩვენ საერთო აღარაფერი გვაქვს"

თეიონმა ღრმად ამოიხვნეშა.
"უკვე გითხარი რომ თეოს ნახვა მინდა!"
უთხრა და ყურადღება თეოსკენ გადაიტანა.

"უკვე გითხარი და კიდევ გეტყვი რომ მას ახლოს ვერ გაეკარები!"
(აუ რა ინდური სერიალია მართლა თქვენი თქმის არ იყოს 😂)

"ჯონგინ"
სეჰუნმა დაბალი ხმის ტონით უთხრა და თან ხელი ჩაჰკიდა.

"თეიონსაც აქვს უფლება რომ თეო ნახოს.."
საბოლოოდ ვენდიმაც ამოიღო ხმა.

"იმის მერე რაც გააკეთა ამბობ რომ უფლება აქვს?!"
ეწინააღმდეგება ჯონგინი და ვენდიც ჩუმდება რადგან აღარ იცის რა თქვას. ის რაც თეიონმა ჩაიდინა უპატიებელია.

"ჩემი თავი აღარ მადარდებს მაგრამ თეო?! "
თეიონს ტუჩები აუკანკალდა და გრძნობდა როგორ აწვებოდა ცრემლები. (რა საოცარი გარდასახვაა.. )

"ბავშვს შენი უკვე ეშინია და ფიქრობ რომ გაგეკარება?"
ამბობდა და თან თეოს უყურებდა რომელიც ისევ სეჰუნზე იყო ჩახუტებული.

თეიონი ხვდებოდა რომ ქაი მართალი იყო და ახლა იმაზე მეტად ნანობდა ყველაფერს, ვიდრე აქამდე.

"თუ გგონია რომ თეოსთან დაახლოებით ჩემს გრძნობებს შენდამი შეცვლი, ძალიან შემცდარხარ"

"ვიცი რამდენად გიყვარს სეჰუნი.. ამიტომ გპირდები რომ მათ არაფერი დაუშავდება.."

ქაის ამ სიტყვებმა ჩააფიქრა თუმცა იცოდა რომ თეიონის ასე მარტივად ნდობა არ შეიძლებოდა.

"მე არ მინდა მისი ნახვა"
ამოიკრუსუნა თეომ და სლუკუნი დაიწყო.

"მე აქ ვარ და დამშვიდდი კარგი?!"

"არა.. ისევ რამე რომ გატკინოს და აგატიროს?"
ჩურჩულებდა ბიჭი და უფრო ეკვროდა სეჰუნის სხეულს.

"მისმინე.. ის შენი ნამდვილი"

"არ არის"
სიტყვის დასრულება არ აცადა თეომ.
(უკვე მიხვდით რომ აქ ყველაფერი სხვანაირად ეწერა ხო?!)
"სხვა არ მინდა არავინ.."
თქვა და ჩუმი ტირილი დაიწყო.

"მეც აქ ვარ პატარავ"
მათთან ქაიც მივიდა.

"მამიკო სხვა არ მინდა.."

"მხოლოდ სეჰუნი გყავს და დამშვიდდი.. სხვა არ გეყოლება"
აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ერთ მხარეს თეო, მეორე მხარეს კი თეიონი.

"ჯობს წახვიდე.."
ბოლოს მკაცრი ხმით განაცხადა.

თეიონსაც მეტი გზა არ ჰქონდა და კარებისკენ ნელა მიდიოდა.

"თეიონ.."
ბიჭმა მაშინვე მიიხედა და სეჰუნი დაინახა.
"მაპატიე.."

"არაფერია სეჰუნ.. მადლობა"
ყალბი ღიმილით უპასუხა.

"მათ ორივეს დრო სჭირდება"
თქვა ვენდიმაც და უკვე სახლიდან გავიდნენ. სეჰუნმა მათ უბრალოდ გამოსამშვიდობებელი ღიმილი აჩუქა და კარები მიიხურა.

მაშინვე თეოს ოთახისკენ წავიდა სადაც ქაი დახვდა.

"ჰეი.. რა გჭირს"
შეეკითხა ჯონგინმა მაშინვე, როგორც კი სეჰუნის სახეზე უკმაყოფილება ამოკითხა.

"უბრალოდ... არაფერი.. მაპატიე"

"რატომ იხდი ბოდიშს.. სულელო.."
უთხრა და პატარა სხეული ჩაიხუტა.

"უბრალოდ.. თეიონს მინდა რომ დავეხმარო.."

"ჩემი კეთილი მეუღლე.. სწორედ ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან.."

"ჯონგინ.."

"ვიცი რომ მასზე დახმარება გინდა თუმცა თეო უნდა შეეგუოს ამ აზრს.. დრო სჭირდება.. "

"და შენ?!"

"მე?! "

"აპატიებ?!"

"არ ვიცი.. ახლა არა თუმცა.. თეოს ვერ მივცემ იმის უფლებას რომ ის შეიძულოს.."

"აი ეს არის ჩემი ჯონგინი"

უთხრა და პატარა კოცნით დაასაჩუქრა..
(ოე თეოს ოთახში ხართ!)

"ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები"

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang