47

293 37 16
                                    

წინა თავი არ გამოგრჩეთ :33 დღეს მეორეა..

Author's POV

კაფეში ბიჭი მოუთმენლად ელოდებოდა ვიღაცას. უკვე ფეხებსაც ვეღარ აჩერებდა ერთ ადგილას.
ამასთან ერთად ფანჯარაშიც იხედებოდა მომენტალურად.

"სად არის.."
თავისთვის ჩაილაპარაკა და ლოდინი განაგრძო.
რამდენიმე წუთშიც სასურველი ფიგურა გამოჩნდა, ავტომატურად ფეხზე წამოდგა რადგან გზაშივე შეგებებოდა.

"ბოდიში. ალბათ დიდ ხანს გალოდინე"
მორიდებით უთხრა ბიჭმა.

"არაფერია სეჰუნ.."
ღიმილით უთხრა და დაჯდომა შესთავაზა.
ბიჭები ერთმანეთის წინ დასხდნენ, ცოტა ხანში კი ოფიციანტიც გამოჩნდა ხელში მენიუთი. შეკვეთის შემდეგ ორივემ საუბარი დაიწყო.

"როგორ იყავი თეიონ.."
ლაპარაკი სეჰუნმა დაიწყო.

"კარგად.. შეძლებისდაგვარად"

"მინდა ბოდიში მოგიხადო წინა დღეებში მომხდარი ამბების გამო.."
მართლა დანაშაულს გრძნობდა სეჰუნი თეიონის მიმართ ამიტომ ყველაფერს გულით ეუბნებოდა.

"სეჰუნ შენ ისეთი არაფერი გაგიკეთებია.."

"იმედი მაქვს გესმის რომ თეოსთვის ეს ადვილი არ არის.."

"ვიცი.. ალბათ ძალიან დაბნეულმა.."
მძიმედ ამოიოხრა.
"ძალიან ვნანობ.. ეს არ უნდა გამეკეთებინა მათთვის.."

სეჰუნი თეიონის თითოეულ სიტყვას დიდი მონდომებით უსმენდა..

"თავს სულელად ვგრძნობ.. თეო უფრო მეტს იმსახურებს.."
ბოლოს კი ტირილი დაიწყო რაც ასე ძალიან არ უნდოდა.

"ნუ ამბობ ამას.. ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის დამიჯერე.."

"იმ ყველაფრის შემდეგ.. რაც გაგიკეთეთ.. როგორ შეგიძლია მეხმარებოდე"

"უბრალოდ მინდა რომ თეოს ყველაფერი დაწყობილი ჰქონდეს..გენდობი და ვიცი რომ რაც გააკეთე ნანობ.."

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Where stories live. Discover now