37

350 42 10
                                    

Author's POV

"ესეიგი შენ მისი ბიძა ხარ?"
შეეკითხა ახლად გამოსული თეიონი იონსოკს.

"ხო.."
მოკლედ უპასუხა და თან ავტომატურად თავიც დაუქნია.

"რა გაუკეთე მას?"
ცნობისმოყვარეობამ სძლია.

"რას გულისხმობ?"
იონსოკი წამით მართლა ვერ მიხვდა იმას, თუ რას გულისხმობდა თეიონი.

"ძალიან შეშინებული ჩანდა შენ რომ დაგინახა. ალბათ ამისთვის სერიოზული მიზეზიც ჰქონდა"

"არაფერი ისეთი. უბრალოდ პატარა გაურკვევლობები"
ისევ მოკლე პასუხი გასცა. თან საკმაოდ მშვიდი ტონით.

"ლი თეიონ!!"
მათი ყურადღება გოგოს ხმამ მიიქცია.

"ვენდი?!"
გაოცებას ვერ მალავდა თეიონი. იონსოკმა კი გადაწყვიტა რომ მათ თვალი ედევნებინა და ისე გაეგო თუ ვინ იყო ეს გოგო.

"რა ჯანდაბა გჭირს"

" რა უნდა მჭირდეს?!"
ისე უპასუხა ვითომც არაფერი ხდებოდა.

"შეგიძლია დატოვო და წყნარად ცხოვრების საშუალება მისცე?! უბრალოდ საკმარისზე მეტი გააკეთე!!"

"და ფიქრობ რომ ასე უბრალოდ გავუშვებ და ბედნიერად ცხოვრების საშუალებას მივცემ?!"
მშვიდი ხმის ტონით ეუბნებოდა ბიჭი.

"მართლა?! და შეგიძლია მითხრა ის, თუ ვინ იყო ადამიანი, რომელმაც ჯონგინი თავად მიატოვა?!"

ამ კითხვაზე თეიონის სახე შეიცვალა.

"იმ პერიოდში ჯონგინი მოსაწყენი იყო და თან ბავშვი არ მინდოდა"

"რაც მთავარი თქვენი იყო!!"

"ჰო, ამიტომაც სეჰუნი უნდა მოვიშორო რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო."

"გინდა რაღაც გითხრა?!"

თეიონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

"რომც დაბრუნდე მათთან... თეო ისევ ისე ვეღარ მიგიღებს! შენ ორივე მიატოვე და ახლა ორივე დიდ ზიზღს გრძნობს შენს მიმართ! მას სეჰუნისნაირი ადამიანი სჭირდება გვერდში! გახსოვს მაინც ჯონგინი რა დღეში იყო შენი წინდაუხედავი ნაბიჯის გამო?! ახლა კი ბედნიერია!"

თეიონს ყველაფრის უარყოფა და გაპროტესტება უნდოდა თუმცა არ იცოდა რა ეთქვა. გასამართლებელს ვერ ნახულობდა.

"მაგრამ ქაი?!"
ჩუმად ჰკითხა თეიონმა.

"ქაი?! ის დატოვე სეჰუნთან. მიეცი ნება ერთად იყვნენ!"

ვენდიმ ღრმად ჩაისუნთქა და თეიონს მიუახლოვდა.

"იმედი მაქვს დღევანდელი ჩემი სიტყვები რამეს შეგაცვლევინებს. არჩევანი შენზეა!"

****

"მოდი ჩვენთან დაჯექი"
პატარა ბიჭი სეჰუნს ეუბნება და ანიშნებს, რომ თავის გვერძე დაჯდეს.
"არ მინდა რომ დამტოვო"
"ხომ არსად წახვალ?!"

უკვე დიდი ხანია ასეთი გახდა თეო სეჰუნის მიმართ.
მას ვერ შორდებოდა. როცა თეო სეჰუნს ვერ ხედავდა ტიროდა. ჯინგინი კი ზედმეტად დაკავებული იყო.

"გეძინება?!"

პატარა ბიჭი მთქნარებას იწყებს და ამით მიანიშნებს სეჰუნს რომ ეძინება.  თავისი საყვარელი მულტფილმის ყურებაში კი საყვარლად ჩაეძინა.

უკვე ჯონგინიც მასთან იყო მისული. გვერძე დაუჯდა და უმცროსის სხეული ჩაიხუტა.

"თეომ უკვე დაიძინა.."

"წავალ თავის ოთახში ავიყვან.."

ბიჭმა თეოს სხეული ხელში მოითავსა და თავის ოთახში წაიყვანა.
უკვე მისაღებ ოთახში მიდიოდა თუმცა ჯონგინი იქ აღარ იყო.

"ალბათ ოთახშია"
თავისთვის ჩაილაპარაკა და მათი ოთახისკენ აიღო გეზი.

კარების გაღებისთანავე ჯონგინმა სეჰუნის სხეული კედელზე მიაჯახა.

"ჯანდაბა შემაშინე"

"ერთმანეთისთვის დრო არ გვაქვს.. დღეს მე მეკუთვნი პატარა ბიჭო!"

სეჰუნი გათამამდა და ხელი ჯონგინის კისერზე მოათავსა.

"მართლა?!"

ჯონგინმა გაუღიმა და საწოლზე ნაზად დააწვინა.

"ძალიან ვარ შეყვარებული შენზე.."

"მეც.."
უპასუხა სეჰუნმა და ერთმანეთის ბაგეები შეაერთეს თუმცა...

"დედიკო.."

(ვაიმე ეს ბავშვი მინდა რო მოვკლა ხანდახან 😂🤣🤣🤣🤣)

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon