36

393 42 8
                                    

Author's POV

"პატარავ მე აქ ვარ. არაფერზე ინერვიულო. "
ამშვიდებდა ჯონგინი და თან მის სახეს უფრო იახლოვებდა რადგან თვალებში ჩაეხედა.

"მ-მაგრამ.. რომ დაბრუნდეს და წამიყვანოს?! "

"ჰეიი.. რაზე ნერვიულობ. სანამ აქ ვარ ვერავინ წაგიყვანს ჩემგან"

"მპირდები?!"

"რა თქმა უნდა. ნუ ნერვიულობ"
უთხრა და ორიოდე ცრემლი, რომელიც სეჰუნის სახეს "ამშვენებდა" თავისი თითებით მოწმინდა.

ქაის არ უნდოდა, რომ სეჰუნისთვის იუნსოკზე რამე კიდევ ეკითხა. პასუხი ისედაც იცოდა. უბრალოდ სეჰუნს დაელოდებოდა.

"არაფრის თქმას დაგაძალებ. როცა მზად იქნები შეგიძლია თავად მომიყვე ყველაფერი"
უთხრა და შუბლზე აკოცა.
სეჰუნმა თითქოს და ამით შვება იგრძნო. ახარებს ის ფაქტი რომ ამ ცხოვრებაზე ვიღაცას მაინც ადარდებს ის.

"მადლობა ჯონგინ"
მხოლოდ სეჰუნმა იცის თუ როგორი ძვირი უჯდება ქაიზე ასე უბრალო სახელით მიმართვა. ბოლოს და ბოლოს მათ შორის არც ისე პატარა სხვაობაა.

"როცა ტირი მახინჯი ხარ"
ცივი ხმით უთხრა და სახეც დაისერიოზულა რადგან სეჰუნი გაეწვალებინა.
უმცროსი რამდენიმე წუთი თავჩახრილი იყო. ფიქრობდა რომ ქაი ეხუმრებოდა მაგრამ როცა მისი ცივი ტონი შენიშნა მიხვდა, რომ ამას სერიოზულად ეუბნებოდა ამიტომ სლუკუნი დაიწყო.

ქაიმ კი სეჰუნის შემხედვარემ ვეღარ გაუძლო და სიცილი ატეხა.

"პატარავ.. უბრალოდ ვხუმრობ"

"ვიფიქრე გამიბრაზდი.. და აღარ მოგწონდი.."

"როგორ შეიძლება ასეთ სისაყვარლეს გავუბრაზდე. ან როგორ შეიძლება არ მომეწონო"

უთხრა და პატარა კოცნა აჩუქა. სველი და თან ნაზი კოცნა.

"ლამაზი ხარ"

სეჰუნი ჯერ კიდევ მორცხვობდა ჯონგინთან ამიტომ თემის შეცვლა სცადა.

"თეო სად არის?"

"ჩანიოლთანაა.. არ იდარდო. მასთან უსაფრთხოდ იქნება "

"და შენ?! არ გიჭამია ხო?!"
უთხრა და ხელით მოეფერა სახეზე.

"ჯერ არა.."

"მაპატიე.."

"არაფერია პატარავ... მოდი ჩვენს ვაჟს მივაკითხოთ და მერე საჭმელად წავიდეთ.."

'ჩვენი ვაჟი'-ეს სიტყვები სეჰუნის გულს უფრო აჩქარებდა.

***

"ბიძია.. რატომ ტიროდა?"

"არ იდარდო თეო.. მამიკო მასთან ერთადაა"

ჩანიოლმა ხელით მოსწმინდა პატარა ბიჭს ცრემლები.

"მაგრამ დედიკოსთან მინდა"

"მალე მოვა.. ცოტაც მოიცადე"

ყველანაირად ცდილობდა პატარას დამშვიდებას.

"ჩანიოლ"

მალე ბექიონიც გამოჩნდა მათთან. როცა ჩანიოლის დასევდიანებული სახე დაინახა მიხვდა რაშიც იყო საქმე და კითხვა აღარ დაუწყო.

"თეო.. ნაყინი გინდა?!"

შეეცადა ბიჭის გულის მოლბობა თავისი ხერხებით ეცადა.
თეომ თავი ნელა დაუქნია რაზეც ბექიმ თავი ვეღარ შეიკავა და ლოყებზე მაგრად აკოცა.

"თეო.."
უკვე მზად იყვნენ გასასვლელად თუმცა სახლში ჯონგინი შემოვიდა სეჰუნთან ერთად.
თეო მაშინვე სეჰუნისკენ გაიქცა და მაგრად ჩაეხუტა.

"ხომ აღარ იტირებ?"
ეკითხებოდა და თან უფრო მაგრად ეხუტებოდა და უკრავდა გულში "დედამისს".

"არა, აღარ ვიტირებ.."

"თუ იტირებ მეც ვიტირებ.. და მამიკო.."

"გისმენ თეო.."

"იმ ვიღაცას ხომ ასწავლი ჭკუას? ხომ მპირდები?"

"გპირდები პატარავ.. აუცილებლად "

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Waar verhalen tot leven komen. Ontdek het nu