წინა თავი არ გამოგრჩეთ. მეორე თავია დღეს ეს.
Author's POV
სეჰუნი ბავშვის ტირილმა გამოაღვიძა.
"თეო.."
თბილად დაუძახა და შეეცადა ოდნავ გამოეფხიზლებინა. პატარა ბიჭი სეჰუნის სხეულს აეკრო და აღარ შორდებოდა.
"რა მოხდა ჩემო პატარა ბიჭო?"
თავი ამოყო სეჰუნის კისრიდან და ცრემლიანი თვალებით შეხედა.
"ცუდი სიზმარი ვნახე"
"და რა დაგესიზმრა?"
ცოტა ხნიანი სიჩუმის შემდეგ ჰკითხა თეოს და ლოყებზე კოცნა დაუტოვა.
"დამესიზმრა რომ მე და მამიკო მიგვატოვე.."
თქვა და ისევ ტირილი დაიწყო.
"დაწყნარდი. არასოდეს მიგატოვებთ.."
თეო უთქმელად დაეთანხმა და კარგად მოიკალათა თავი მის მკლავებში.
როცა სეჰუნი დარწმუნდა რომ თეოს ისევ ჩაეძინა, ფრთხილად დააწვინა მის საწოოლზე და სააბაზანოში შევიდა. ყველაფერს ნელა აკეთებდა რომ თეო არ გაეღვიძებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული სამზარეულოში გავიდა და იმაზე ფიქრი დაიწყო თუ რა უნდა გაეკეთებინა.
"უბრალოდ ბრინჯის ულუფას გავაკეთებ.."
თავისთვის თქვა და საქმეს შეუდგა.
როდესაც ყველაფრის გაკეთებას მორჩა უკვე დილის შვიდი საათი იყო."თეო უნდა გავაღვიძო"
კიბეებზე ავიდა. იმაზე ფიქრობდა გაეღვიძებინა თუ არა ქაიც. ბოლოს გადაწყვიტა რომ, ბარემ მისთვისაც შეეხსენებინა. ფრთხილად დააკაკუნა კარებზე და მშვიდი ხმით უთხრა.
"ქაი ჰიონ.. გღვიძავს?"
კარები გაიღო და ჯონგინი გამოვიდა.
DU LIEST GERADE
Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|
Fanfiction•"კიმ ჯონგინი" მარტოხელა მამაა რომელსაც მხოლოდ ერთი ვაჟი გააჩნია..არასოდეს უფიქრია ახალი ცოლის მოყვანაზე სანამ რამე წარმოუდგენელი არ მოხდებოდა.. • "ო სეჰუნი" ჩვეულებრივი კოლეჯის სტუდენტი რომელიც მარტო ცხოვრობს დიდ ქალაქში.. მხოლოდ მის სწავლაზე და სა...