40

356 41 6
                                    

Author's POV
"პატარავ.. დარწმუნებული ხარ?!"
უკვე ღმერთმა იცის მერამდენედ ეკითხება ჯონგინი ამ შეკითხვას.

"დღეს ტესტი მაქვს და აუცილებლად უნდა წავიდე"
ამოხვნეშით ეუბნება სეჰუნი და საუზმის მომზადება ს განაგრძობს.
ჯონგინს არ უნდოდა სეჰუნის მარტო გაშვება, და საერთოდაც არ სურდა მისგან შორს ყოფილიყო. ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა იუნსოკი გამოჩენილიყო და სეჰუნისთვის რამე დაეშავებინა.

"მაგრამ.. ვნერვიულობ სეჰუნ.."
ისევ ამოიოხრა ქაიმ და სეჰუნს ლეკვის თვალებით გახედა.
უკვე "შეწუხებული" სეჰუნი ჯონგინისკენ ბრუნდება და სახეს უახლოვებს.

"არ გაქვს სანერვიულო, კარგად ვიქნები"
უთხრა და მისი ხელი თავისაში მოიქცია.
"დასრულდება თუ არა მაშინვე შენს ოფისში მოვალ"
უთხრა და ფუმფულა ტუჩებში მოწყვეტით აკოცა.

"დამპირდი რომ დამელოდები ოფისშიც"
მაინც განაწყენებული ხმით უთხრა ჯონგინმა.

"არ იდარდო"
საბოლოოდ სეჰუნმა დაინახა ჯონგინის სახეზე მკრთალი ღიმილი.

"დედა აქ იქნება და თეოს მიხედავს"
ხსენება და  იურას შემოსვლა ერთი იყო.

"დილა მშვიდობის"
მხიარული ხმით თქვა ქალმა.

"გამარჯობა დედა"
მიესალმა სეჰუნმა.

"ხომ კარგად ხარ?! ჯონგინმა მომიყვა ყველაფერი. ყველაგერი კარგად იქნება.."
დადარდიანებული ხმით უთხრა.

"ყველაფერი რიგზეა.. სანერვიულო არაფერია"

"რატომ უნდა სჭირდებოდეს დაბრუნება?! სიმართლე რომ გითხრათ.."

"დედა"
სიტყვის დასრულება არ აცადა ჯონგინმა იურას..

"რა?! მართალს არ ვამბობდი? არასოდეს მომწონდა თეიონი! მოხარული ვარ რომ სეჰუნს შევხვდი.. მართლა.. პირველად გხედავ ასეთ ბედნიერს"

სეჰუნმა თავი დახარა სიმორცხვისგან.

"წადი და მოემზადე თორემ დაგაგვიანდება!"
უთხრა იურამ სეჰუნს, თან საათს უყურებდა. "საჭმელს მე მივხედავ"

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Wo Geschichten leben. Entdecke jetzt