18

492 60 16
                                    

Author's POV

სეჰუნის თვალებმა ნელა დაიწყეს გახელა და პირველი რაც დაინახა, ნამდვილად გული გაუხეთქა.
ის ზუსტად ქაის სახის წინ იყო. სეჰუნი ალბათ იყვირებდა კიდევაც უბრალოდ, გაახსენდა, რომ თავისი ქმარია.
ადგომა უნდოდა თუმცა ქაისგან თავს ვერ იღწევდა.

"ღმერთო ჩემო" თავისთვის ამოიოხრა. გული ძალიან უცემდა. საბოლოოდ დიდი წვალების შემდეგ მოიშორა ჯონგინის მკლავი და სწრაფად ადგა საწოლიდან.
სანამ ოთახიდან გავიდოდა ჯერ კიდევ მძინარე ჯონგინს გადახედა შემდეგ უკევ გამოსაცვლელად წავიდა.

"კიდევ მაქვს ორი საათი" თავისთვის თქვა და თან საათს უყურებდა. 10 საათზე გაკვეთილები ეწყებოდა ასე რომ კიდევ ჰქონდა დრო. სამზარეულოში შევიდა და სწრაფად დაიწყო საუზმის მომზადება.
შემდეგ ჯონგინის ოთახში ავიდა და ისევ ყოყმანობდა გაეღვიძებინა თუ არა.

"ჰიონ გაიღვიძე.."
საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა გაეღვიძებინა. ეშინოდა რომ ისევ გაუბრაზდებოდა თუმცა არა. უკვე გაპროტესტების ლოდინში დაკარგულმა ქაის პასუხმა გააოგნა

"რომელი საათია?!."
ძილისგან დაბოხებული ხმით იკითხა.

"უკვე რვა საათია. დღეს სამსახურში წახვალ?!"

როცა დარწმუნდა რომ უკვე ქაი გამოფხილებული იყო შეეკითხა სეჰუნმა.

"მოვემზადები.. შეგიძლია პერანგი მომაწოდე?"

სეჰუნს ყველაზე მეტად ახლა მომეჩვენა ჯონგინის ხმა თბილი და წყნარი.
თავი დაუქნია და ამის სანაცვლოდ ქაის ღიმილი მიიღო.

"რატომაა ჩემს მიმართ ასეთი კეთილი" თავისთვის ჩაილაპარაკა და თან გარდერობში პერნაგს ეძებდა. საწოლზე დაუდო. ჯონგინი როგორც ჩანს უკვე სააბაზანოში შესულიყო.

"აშკარად შედარებით უკეთ მეპყრობა.."
ისევ თავისთვის თქვა და ჩაეღიმა.
ახლა თეო უნდა გაეღვიძებინა.

**
"დედიკო.."

ოთახში შესვლისთანავე თეო დახვდა ხელებგაშლილი.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Donde viven las historias. Descúbrelo ahora