20

512 57 10
                                    

Author'a POV

"ჰიონ.. რამდენი წლის ხარ?"
უეცრად იკითხა სეჰუნმა.  ჯონგინი ახალგაზრდას დაბნეული უყურებდა. არ იცოდა მან ასე მოულოდნელად რატომ დაუსვა ეს კითხვა.

"მე?! 28-ის"

"სერიოზუალდ?! მეგონა 23-ის იყავი.."

თქვა გაოცებულმა.

"ასე ახალგაზრდულად გამოვიყურები??"
გაუცინა ჯონგინმა.

"ჰო რავი.. და როდის დაქორწინდი პირველად?"

მგონი ძალიან შეტოპა და ამ კითხვისთვის თავს იწყევლიდა.
"შეგიძლია დააიგნორო.."
უთხრა თავჩახრილმა.

"არაუშავს.. უნდა იცოდე.. მე 22 წლის ასაკში დავქორწინდი.. ვიცი რომ ძალიან პატარა ვიყავი ქორწილისთვის."

"და შემდეგ ვერ შეეწყვეთ?"

"არა.. გრძნობები მართლა გვქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ ქორწილი დიდი ფიქრის გარეშე."

სეჰუნმა თავადაც არ იცოდა რატომ მაგრამ ქაის სიტყვების შემდეგ ეჭვიანობის ტალღამ დაკრა.  როგორი იღბლიანი გოგო იყო ალბათ..

"თუმცა.. რატომღაც ბოლო ხანებში მართლა სულ ვჩხუბობდით..რაღაც წვრილმანებზე. სულ ვცდილობდი ყვირილისგან თავი შემეკავებინა. თან თეოზე ორსულად იყო."

სეჰუნმა დამშვიდების მიზნით ჯონგინის ხელი თავისაში მოიქცია თუმცა საპასუხოდ იგივე როცა ვერ მიიღო ისევ უკან წაიღო.
საბედნიეროდ მალევე თვით ჯონგინმა გადადგა პირველი ნაბიჯი და თავისი ინიციატივით აიღო სეჰუნის ხელი.

"ბოლოს.. ბოლოს გაიქცა და თეო მე დამიტოვა.."

"ჰიონ.. გრძნობები ისევ გაქვს?!"

ამ კითხვაზე სეჰუნი დაიმორცხვა.

"არა! გრძნობები დიდი ხნის წინ უკვე გამიქრა."

ამ სიტყვების მოსმენისას თითქოს სეჰუნმა დიდი შვება იგრძნო.

ჯონგინი კი.. ის უბრალოდ სეჰუნის ხელს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეფერებოდა.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Where stories live. Discover now