4

513 64 22
                                    

Author's POV

"ინებეთ, ისიამოვნეთ თქვენი სასმლით"

ღიმილი დასთამაშებდა მის ლამაზ სახეზე სეჰუნს. სასმლის მიტანის მერე თავის ადგილს დაუბრუნდა.

"ლანჩის დროა! არ შეჭამ?"

შეეკითხა შიუმინი ახალგაზრდას.
სეჰუნმა ავტომატურად საათს გახედა.

"ხო.. ვერ შევამჩნიე ისე მოვიდა ლანჩის დრო.. ახლა წავალ ჰიონ.

თქვა და თავის კოლეგას შეაჩეჩა სამუშაო ფორმა.

ცარიელ ქუჩებში დადიოდა რომ ის ადგილი ეპოვა სადაც გამოკვებას შეძლებდა.

"სად ჯანდაბაში წავიდე.."

თავის თავს ჰკითხა და არემარეს მოავლო თვალი.

უეცრად რაღაც ხმა მოესმა. იმ ადგილიდან არა სადაც იყო თუმცა, შორი-ახლოს..

ხალხის კივილის ხმაც ისმოდა.

იმ სივრცესთან მიდიოდა საიდანაც ეს ყოველივე ისმოდა.

"რა ხდება აქ"

მისმა გულმა ფეთქვა ისე დაიწყო რომ ეგონა ამოუხტებოდა, თვალებიც უნებურად გადმოკარკლა.

დაინახა პატარა ბიჭი რომელიც გზაზე ყველანაირი დახმარების გარეშე გადადიოდა.

ბრაზისგან კბილები ერთმანეთს მიაბჯინა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ უყურებდა ხალხი ამ ყველაფერს.

ლამის გულმა დაარტყა როცა დაინახა მანქანა რომელიც, ძალიან ახლოს იყო ბიჭთან.

ყველანაირი ფიქრის გარეშე სეჰუნი სწრაფად გავარდა გზაზე და ბიჭი გამოიყვანა.

შემდეგ იმ მანქანას გააყოლა თვალი რომელმაც კინაღამ პატარა შეიწირა.

"დედიკო?"

სეჰუნი თავიდან დაიშოკასავით მაგრამ იფიქრა რომ შესაძლებელი იყო ბიჭი ამ დროს დედამისზე ფიქრობდა.

"კარგად ხარ პატარა ბიჭო?"

თბილად ჰკითხა. თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz