16

520 60 7
                                    

Author's POV

"თეო დღეს ლანჩზე რას შეჭამ?!"

თბილად ეკითხება სეჰუნი.  თეომ თითები ტუჩებზე მიიდო, რომ სეჰუნს დაენახა როგორ ფიქრობდა.

"ქათამი.. მე და მამიკოს ქათამი გვიყვარს"

თქვა გაკრეჭილმა თეომ.

"ესეიგი ქათამი.."

თავისთვის ჩაილაპარაკა სეჰუნმა თუმცა პატარამ მაინც გაიგო და თავი დაუქნია. მაცივარი გამოაღო თუმცა ინგრედიენტები არ ჰქონდა.  სწრაფად აიყვანა პატარა ხელში და თავის ოთახში წაიყვანა. ტანსაცმელი ჩააცვა და უთხრა რომ პროდუქტების საყიდლად მიჰყავდა. როდესაც თეო მოაწესრიგა ახლა თავისი თავის გამზადება დაიწყო. ბავშვი მომთმენად ელოდებოდა სეჰუნის მოწესრიგებას.

როგორც იქნა გარეთ გასასვლელად მზად იყო. თეომ მალევე ჩასჭიდა ხელი და სეჰუნს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიათრევდა. სახლში ხუთი ძვირფასი მანქანა ჰყავდათ თუმცა სეჰუნი არც ისე კარგი იყო მართვაში ამიტომ ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და ისე მივიდნენ მარკეტში. ყოველი შემთხვევისთვის ქაის მისწერა რომ სახლში არ იყვნენ. 
ბიჭს თეოს ხელი მაგრად ეჭირა რადგან ჯერ კიდევ შეიძლებოდა რომ თეო ხელიდან დასხლტოდა და გაქცეულიყო.

"აბა რა უნდა ვიყიდოთ.."

შეეკითხა თეოს. პატარამ ცოტა ხნიანი ფიქრის შემდეგ ხელით იმ სექციისკენ ანიშნა, სადაც, ტკბილეული იყურებოდა.

"ბევრი ტკბილეული არ შეიძლება თეო.."

გამაფრთხილებელი ტონით უთხრა.

"გთხოვ.."

თვალები საყვარლად დაახამხამა. სეჰუნმა კი ამის შემხედვარეს ვეღარ მოითმინა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

სეჰუნმა ყველაფერი იყიდა საჭმლის გასაკეთებლად. თეოსაც ის უყიდა რაც სურდა.

"მაგრამ.. მშია.."

ამოიწუწუნა თეომ. სეჰუნს მაშინვე გაახსენდა რომ მას იმ ბრინჯის მეტი არაფერი ჰქონდა ნაჭამი.

Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|Onde histórias criam vida. Descubra agora