Sehun' s POV
ძალიან გრძელი "მოგზაურობა" იყო მანქანით. ცოტა უხერხულიც.
არავის დაგვირღვევია ეს სიჩუმე.
იმ ბიჭს შევხედე რომელსაც ასე უბრალოდ შევხვდი, და უკვე შემიძლია ვთქვა რომ მომავალი მეუღლეა..ჯერ კიდევ არ მჯერა რაც ჩემს თავს ხდება.
ის უბრალოდ ლამაზ ნამუშევარს ჰგავდა. ნამდვილად მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ სიმპატიური არ არის.
მისი თვალები, ტუჩები, ოქროსფერი კანის ფერი.
თავი გავაქნიე როცა მივხვდი რომ ვაშტერდებოდი. ყურადღება ჩემს მკლავებში მძინარე ბიჭზე გადავიტანე.
"სად არის შენი სახლი"
როგორც იქნა ეს დუმილი დაარღვია.
მისამართი ვუთხარი. როგორც იქნა მანქანა გაჩერდა. ჭუჭყიანი და თან ძალიან შორს იყო. ეს იყო მიზეზი იმისა თუ რატომაც არ მინდოდა მისი აქ მოყვანა.
"აქ ცხოვრობ?"
მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
"ჰომმ.. შემოსვლა კიდევ გინდა?"
მერყეობით ვუპასუხე თუმცა კიდევ კარგი რომ პოზიტიურად მიპასუხა.
მანქანიდან გადმოვედით. თეო მას მივეცი რადგან სახლის კარები გამეღო.
"შემოდი"
ვუთხარი და ჩემს პატარა სახლში შევიყვანე.
არე-მარეს თვალი მოავლო.
"სუფთა და მშვენიერი სახლია"
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ შვება ვიგრძენი. კარგი იყო რომ თავს ძალიან არაკომფორტულად არ გრძნობდა.
"დაჯექი, რამეს გავაკეთებ"
ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.
ნელა დააწვინა თეო სავარძელში.
"აქ მართლა მარტო ცხოვრობ?"
მისი ხმა რომ გავიგე მივხვდი რომ ჩემს უკან იყო.
"ხო.. მხოლოდ ეს ადგილი ვნახე საცხოვრებლად."
ВЫ ЧИТАЕТЕ
Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|
Фанфик•"კიმ ჯონგინი" მარტოხელა მამაა რომელსაც მხოლოდ ერთი ვაჟი გააჩნია..არასოდეს უფიქრია ახალი ცოლის მოყვანაზე სანამ რამე წარმოუდგენელი არ მოხდებოდა.. • "ო სეჰუნი" ჩვეულებრივი კოლეჯის სტუდენტი რომელიც მარტო ცხოვრობს დიდ ქალაქში.. მხოლოდ მის სწავლაზე და სა...