Author's POV
თეოს მაღალმა ხმის ტონმა იძულებულები გახადა ორივე რომ შეეწყვიტათ ის რასაც აკეთებდნენ.
"მშია"
წამოიწუწუნა და სეჰუნს მოეხვია ფეხზე (კნუტი)..
ვერც წარმოიდგენდნენ იმას თუ თეოს ახლა ეღვიძებოდა. სეჰუნს მთლიანი სახე წითელი ჰქონდა სირცხვილისგან. ტანსაცმელები აიღო და სწრაფად შევიდა სააბაზანოში.
"სად წავიდა"
მოწყენილი ხმით ჰკითხა თეომ ქაის.
"შხაპი უნდა მიიღოს.. მანამდე ჩემთან ერთად წამოდი"
"არა.. შენ შეგიძლია წახვიდე.. მე დაველოდები"
უთხრა პატარა ბიჭმა. ქაიმ ამოიხვნეშა და ოთახიდან გავიდა.
ახლა მასაც დრო სჭირდებოდა. უბრალოდ მათ ეს კინაღამ მოუვიდათ..
სეჰუნი რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ჩაცმული გამოვიდა სააბაზანოდან და თეოს ლოყების ჩქმეტა დაიწყო.
"მართლა ძალიან მშია.."
ტუჩები "მოპრუწა"..
"ხოდა წამოდი და ვჭამოთ.."
უთხრა და ორივე გავიდნენ ოთახიდან. მართლა ეგონა რომ თეო ასეთ დროს გაღვიძებული არ იქნებოდა. სამზარეულოში შესვლისას გამოფიტული ქაი დახვდათ. მას ახლაც არ ახსოვდა რომ, თეოს ეღვიძა ამიტომ გაუაზრებლად ჰკითხა ის თუ რატომ არ ეძინა.
"თეო ჩემთან მოდი.. დაასვენე სეჰუნი"
"არაფერია ქაი ჰიონ.. შემიძლია რამე გავუკეთო თეოს."
თქვა და ცდილობდა გაეღიმა.
"დარწმუნებული ხარ?! შემიძლია თეოს მე მივხედო. შენ დაიძინე"
სეჰუნმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია "ჯერ მოვუმზადებ და შემდეგ.."
არ იშლიდა თავისას.
"თეო შეგიძლია მისაღებ ოთახში დამელოდო.."
თეომ თავი დაუქნია და სამზარეულო დატოვა.
ქაი ვერ ხვდებოდა თუ რატომ იყო სეჰუნი ასეთი კეთილი. მერყეობის შემდეგ ისიც თეოსთან გავიდა."მამიკო მინდა რომ მან ჩვენთან ერთად იცხოვროს.. სულ"
"ხოდა უკვე ჩვენთან ცხოვრობს"
ეუბნება ქაი და პატარას გულში იკრავს.
"ის ძალიან ლამაზი და კეთილია. ამიტომ მიყვარს."
აღტაცებით საუბრობს თეო.
ჯონგინი ცოტა ხნით შეცბა. ნუთუ ახლა თეომ სეჰუნზე თქვა რომ ლამაზი იყო. თუმცა რატომ უკვირს. სიმართლე იყო.. სეჰუნი მართლაც ულამაზესი იყო. თითქოს თეოს სიტყვები ესიამოვნა კიდეც მაგრამ ეჭვიანობის ტალღამ დაუარა."მაგრამ სეჰუნი ხომ ბიჭია.. "
"მერე რა მაინც ლამაზია.."
ჯონგინმა გაუღიმა და ისევ ჩაეხუტა.
"ქაი ჰიონ.. წამოდი და ვჭამოთ"
სეჰუნის ხმამ ჯონგინს აიძულა მისკენ გაეხედა. თავი დაუქნია და ადგილიდან წამოდგა. თეოც წამოდგა და სეჰუნთან მიირბინა.
თეო ქაის გვერდით დასვა თვითონ კი მათ წინ დაიკავა ადგილი.
"ხვალე კომპანიაში მივდივარ.. შენ კი თეოსთან დარჩები რადგან ეს შენი სამუშაოა!"
სეჰუნი ადგილზევე გაიყინა როცა ჯონგინის ეს სიტყვები მოისმინა. გული ეტკინა თუმცა მაინც დაეთანხმა.
"ახლა დავიძინებ"
უთხრა და თეოს შუბლზე კოცნა დაუტოვა.
სეჰუნმა ამოიხვნეშა და მაგიდის გასუფთავება დაიწყო. შემდეგ თეო აიყვანა ხელში და თავის ოთახში დასაძინებლად შეიყვანა."ტკბილი ძილი თეო"
უთხრა და ცოტა ხანში იგრძნო თუ როგორ გადმოცვივდა ცრემლები.
"რატომ ტირიხარ ო სეჰუნ?!"
თავის თავს კითხა და სინათლე ჩააქრო.
"ვფიქრობდი პატარა ყურადღებას მაინც მივიღებდი ამ სახლში მაგრამ.. ამას როგორ ვიმედოვნებდი.. "ისევ ტირილი დაიწყო და თან თავის თავს ეჩხუბებოდა.
"აქ იქამდე ვიქნები სანამ აღარ დაგჭირდებით.."
თავისთვის ჩურჩულებდა და თან სლუკუნებდა.
ბოლოს იქვე ძირს წამოწვა და დაიძინა.
არც იცოდა რომ ამ ყველაფერს ჯონგინი უყურებდა და თან უსმენდა.
"რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო"
მას სეჰუნი შეეცოდა. არ უნდოდა რომ მისთვის კიდევ ასე ძალიან ეტკინა გული. ამ ყველაფერთან ერთად კი ის არ იყო მზად კვლავ შეეყვარა ვიღაც.
....
ვუაიმე🥺
CZYTASZ
Mister Untouchable~[SeKai] ✅ |Georgian Translation|
Fanfiction•"კიმ ჯონგინი" მარტოხელა მამაა რომელსაც მხოლოდ ერთი ვაჟი გააჩნია..არასოდეს უფიქრია ახალი ცოლის მოყვანაზე სანამ რამე წარმოუდგენელი არ მოხდებოდა.. • "ო სეჰუნი" ჩვეულებრივი კოლეჯის სტუდენტი რომელიც მარტო ცხოვრობს დიდ ქალაქში.. მხოლოდ მის სწავლაზე და სა...